აღწერა
TEMPUR® Topper Ease 3სმ არის TEMPUR®-ის ძილის სამყაროში ყველაზე ხელმისაწვდომი ტოპერი — 3 სმ სიმაღლის ტოპერი, რომელიც ნებისმიერი მატრასის კომფორტს მყისიერად აუმჯობესებს, სხეულის ზეწოლას თანაბრად შთანთქავს, ამცირებს გაღვიძებას ძილის დროს და გამოძინების საშუალებას გაძლევთ.
3 სმ სიმაღლით, ეს ტოპერი შექმნილია არა იმისათვის რომ მატრასის შეგრძნება დრამატულად შეცვალოს, არამედ იმისათვის რომ ის დახცეწოს და გააუმჯობესოს. იდეალურია მათთვის, ვისი მატრასი ზედმეტად ხისტია, ვინც ტკივილის ან დაბუჟების შეგრძნებით იღვიძებს, ან ვისაც სურს რომ TEMPUR®-ის უნიკალური მასალა გამოსცადოს ახალი მატრასის შეძენის გარეშე.
ორიგინალური TEMPUR® მასალა ადაპტირდება თქვენი სხეულის ინდივიდუალურ ფორმაზე, წონასა და ტემპერატურაზე. ეს ფუნდამენტურად განასხვავებს ამ ტოპერს სხვა სტანდარტული ქაფის ან მეხსიერების ქაფის ალტერნატივებისგან — ის ყოველ თქვენს მოძრაობაზე ინდივიდუალურად რეაგირებს.
ტოპერი დაცულია რბილი, ჰიპოალერგიული შალითათი Safe-Guard ტექნოლოგიით — ის იხსნება და ირეცხება სარეცხ მანქანაში. ტოპერი OEKO-TEX Standard 100 სერტიფიცირებულია.
პროდუქტის დეტალები:
- მასალა: ორიგინალური TEMPUR® მასალა
- სიმაღლე: 3 სმ
- გარსი: ულტრა-რბილი, ჰიპოალერგიული, Safe-Guard ტექნოლოგია
- სერტიფიკაცია: OEKO-TEX Standard 100
- ბრენდი: TEMPUR®
- დამზადებულია დანიაში










