თხელი მატრასები
მატრასის ტოპერები შექმნილია კომფორტისა და ძილის ხარისხის გასაუმჯობესებლად ისე, რომ არ მოგიწიოთ მატრასის შეცვლა. მატრასის ტოპერით თქვენ შეგიძლიათ დაარბილოთ თქვენი მატრასი და გახადოთ ის უფრო კომფორტული.
Sleep Gallery-ში თქვენ იპოვით სხვადასხვა სახეობის მასალებისგან დამზადებულ პრემიალური ხარისხის ტოპერებს, რომლებიც ხელს უწყობენ სხეულის ტემპერატურის რეგულირებას და ხერხემლის უკეთეს განლაგებას ძლის დროს. სწორად შერჩეულ ტოპერს შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს თქვენი ძილის ხარისხი.
Showing all 6 results
-
Dorelan Active Topper თხელი მატრასი
Price range: 2032,00 ₾ through 2364,00 ₾ -
Schramm Lotus Nature Camel ტოპერი
Price range: 4200,00 ₾ through 5025,00 ₾ -
TEMPUR Pro® Plus SmartCool™ თხელი მატრასი
Price range: 2882,00 ₾ through 5793,00 ₾ -
Tempur Topper Ease თხელი მატრასი – ტოპერი
Price range: 1582,00 ₾ through 2847,00 ₾ -
რას წარმოადგენს ტოპერი, იგივე თხელი მატრასი, და რა ფუნქციას ასრულებს ის?
ტოპერი გახლავთ 3, 5 ან 8 სმ. სიმაღლის თხელი მატრასი, რომელიც გამოიყენება მატრასის თვისებების გასაუმჯობესებლად. არსებობს როგორც ვისკოელასტიური, ასევე ნატურალური შემადგენლობის ტოპერები, და შიგთავსიდან გამომდინარე ისინი სხვადასხვა მიზანს ემსახურებიან:
1. დაბალხარისხიანი მატრასის კომფორტის გაუმჯობესება
ხშირ შემთხვევაში, დამატებით ტოპერის გამოყენება ზამბარიან მატრასებს სჭირდებათ, და აი რატომ: ხარისხიანი ზამბარიანი მატრასი კონსტრუქციულად ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება: ზამბარები და კომფორტული შრე. ზამბარებს სხეულის დაჭერის ფუნქცია აკისრია, ხოლო კომფორტული შრე ქმნის ბარიერს ზამბარებსა და ადამიანის სხეულს შორის, რათა აარიდოს ის ზამბარების ზეწოლისაგან გამოწვეულ დისკომფორტს და ტკივილს. უმეტეს შემთხვევაში, კომფორტული შრე ლატექსის ან მეხსიერების ქაფისაგან შედგება.
ხშირად, დაბალი ფასისა და ხარისხის მატრასებში, კომფორტული შრე საერთოდ არ არსებობს, ან ძალიან თხელია და თავის ფუნქციას ვერ ასრულებს. ასეთ მატრასზე ძილი თითქმის შეუძლებელია. ტკივილის გარდა, ზამბარების ზეწოლა მხრებისა და თეძოს არეში აფერხებს სისხლის მიმოქცევას, რაც იწვევს კიდურების დაბუჟებას, მთელი ღამის განმავლობაში მოუსვენარ ძილსა და წრიალს.
ასეთ შემთხვევაში, საუკეთესო არჩევანი TEMPUR – ის ქაფმასალით დამზადებული ტოპერები გახლავთ. ტოპერები სამი სიმაღლითაა წარმოდგენილი: 3, 5 და 8 სმ. როგორ გავიგოთ რომელი ტოპერი გვჭირდება? რაც უფრო ნაკლებია კომფორტული შრე თქვენს მატრასში და რაც უფრო მეტად შეიგრძნობთ ზამბარის ზემოქმედებას თქვენს სხეულზე – მით უფრო მაღალი უნდა იყოს TEMPUR -ის ტოპერი – 5 ან 8 სმ.
2. ზედმეტად ხისტი მატრასისთვის სირბილის მინიჭება
თქვენი მატრასი შეიძლება იყოს მაღალხარისხიანი და ძვირადღირებული, მაგრამ თუ შერჩევის პროცესში თქვენი წონისა და მატრასის სიხისტის შეფარდებას ყურადღებით არ მოეკიდეთ – სასურველ კომფორტს ვერ მიიღებთ. მაღალი ხარისხის მატრასები სხვადასხვა სიხისტით მზადდება, ვინაიდან 50, 100 და 150 კგ. წონის ადამიანები განსხვავებულ დაჭერას საჭიროებენ. თუ თქვენი წონა 70 კგ -ია, ხოლო მატრასი 150 კგ.-ზეა გათვლილი – ასეთი მატრასი გამოიწვევს დისკომფორტს და კიდურების დაბუჟებას.
ასეთ შემთხვევაში, სიხისტის შემცირების მიზნით, შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც TEMPUR – ის ქაფმასალის, ასევე ნატურალური შემავსებლებით დამზადებული ტოპერები. რაც უფრო მეტი სირბილე გვსურს შევძინოთ მატრასს, მით უფრო მაღალი ტოპერი უნდა შევარჩიოთ.
3. მატრასის ორთოპედიული თვისებების გაძლიერება და სხეულზე უკუზეწოლის შემცირება
როგორც ზამბარიან, ასევე უზამბარო მატრასებს, მიუხედავად ხარისხისა, ახასიათებთ სხეულზე სხვადასხვა ინტენსიურობით გამოხატული უკუზეწოლა. უვე გამოხატული ხერხემლის პრობლემების შემთხვევებში (როგორიცაა თიაქარი, ტრავმა და სხვა), ეს უკუზეწოლა საკმაოდ მძაფრად აღიქმება და ტკივილსა და დისკომფორტს აძლიერებს.
ერთადერთი მასალა, რომელიც სხეულზე უკუზეწოლას შესაძლო მინიმუმადე ამცირებს, გახლავთ TEMPUR – ის ქაფმასალა, და შესაბამისად, TEMPUR – ის 5 და 8 სმ. ტოპერები უკუზეწოლის, და მისგან გამოწვეული დისკომფორტის შემცირების კუთხით – საუკეთესო არჩევანია.
4. დივანის საწოლად გამოყენება
დივნების საწოლად გამოყენება საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა, მაგრამ კომფორტისგან ასეთი საწოლი ძალიან შორსაა. არასწორი საყრდენი, ძალიან თხელი მატრასი და სექციებს შორის არსებული ჩავარდნები, ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში ჩვენს ხერხემალს დიდ საფრთხეს უქმნის. იმისთვის, რომ დივანი ძილისთვის უფრო კომფორტული გახდეს, რეკომენდირებულია TEMPUR – ის 5 და 8 სმ. ტოპერების გამოყენება.
5. არსებული მატრასის ექსპლუატაციის გახანგრძლივება
თუ თქვენი მატრასი არაუმეტეს 5 წლისაა და მისი ზედაპირი არ არის დეფორმირებული, თქვენ შეგიძლიათ მისი მოხმარების ვადის გახანგრძლივება TEMPUR – ის 3, 5 და 8 სმ. ტოპერების გამოყენებით.
6. დროებით საცხოვრებელ ბინებში კომფორტული ძილის უზრუნველყოფა
თუ თქვენ ხშირად იცვლით საცხოვრებელ ბინებს და ყოველ ჯერზე ახალ მატრასთან შეგუება გიწევთ – TEMPUR – ის 5 სმ. და 8 სმ. ტოპერები ამ შემთხვევაშიც დაგეხმარებათ. დროებით საცხოვრებელ ბინებში სტუმრებს დაბალხარისხიანი და არაკომფორტული მატრასი ხვდებათ, რომლის გამოცვლაც ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია. TEMPUR -ის ტოპერი იოლად შეგიძლიათ გადაიტანოთ ბინიდან ბინაში და შეინარჩუნოთ თქვენზე მორგებული კომფორტი.
7. თერმორეგულაცია
ტოპერების საშუალებით ძილის დროს მიკროკლიმატის შეცვლაც შეგიძლიათ:
თუ მეტი სითბოს მოთხოვნილება გაქვთ – შეგიძლიათ გამოიყენოთ ბუმბულის ნაზი და ფუმფულა ტოპერები. ამავე დროს, გაითვალისწინეთ, რომ ბუმბულის ტოპერმა შეიძლება ოფლიანობა გამოიწვიოს, რაც არ არის მიზანშეწონილი სახსრების დაავადებების დროს. ასეთ შემთხვევაში, უმჯობესია აქლემის ბეწვისაგან დამზადებული ტოპერი – ის გათბობთ, მაგრამ არ იწვევს ოფლიანობას.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ტოპერის გამოყენება მიზანშეწონილია 1- 6 წლის, არადეფორმირებული ზედაპირის მქონე მატრასებზე. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მატრასი უკვე 8-10 წელი გემსახურებათ – ახალ და ხარისხიან მატრასში ინვესტიცია უფრო მიზანშეწონილი იქნება, ვიდრე ტოპერში.









