Sleep Gallery - ის შესახებ
Sleep Gallery საქართველოში ერთადერთი პრემიალური ტექსტილისა და ძილის პროდუქციის შოურუმია, რომელიც თბილისში, 2016 წელს დაარსდა. როგორც ეს ხშირად ხდება, Sleep Gallery – ის, როგორც ბიზნესის იდეა, დამფუძნებლის პირადი გამოცდილებიდან დაიბადა და განვითარდა.
„ევროპასა თუ სხვა მაღალ განვითარებულ ქვეყნებში მოგზაურობის დროს ჩემთვის თვალშისაცემი იყო მაღალი ხარისხის საოჯახო პროდუქციის ფართო აჩევანი და მრავალფეროვნება. განსაკუთრებული ინტერესი ძილის პროდუქციის მიმართ გამორჩეულმა მიდგომამ გამოიწვია. პერსონალისა და მომხმარებლების კომუნიკაცია მატრასის, ბალიშის თუ ტექსტილის შერჩევის პროცესში ნათლად წარმოაჩენდა ძილის კულტურის მიმართ ევროპელების მაღალ ცნობიერებას და განსაკუთრებულ დამოკიდებულებას. სამწუხაროდ, იმ პერიოდში, საქართველოში მსგავსი გამოცდილების მიღება შეუძლებელი იყო“ – აღნიშნავს შპს „ძილის თანამედროვე ტექნოლოგიები“-ს დამფუძნებელი, ბატონი როინ ნაკაშიძე.
რადგან საქართველოში მაღალი ხარისხის ტექსტილის, საძინებლის თუ სხვა საოჯახო პროდუქციის დეფიციტი ყოველთვის იგრძნობოდა, გაგვიჩნდა ძალიან დიდი სურვილი ქართველი მომხმარებლებისთვისაც შეგვექმნა ყოველმხრივ გამორჩეული სივრცე: ევროპული სტანდარტების უმაღლესი ხარისხის ტექსტილითა და ძილის პროდუქციით, პროფესიონალური კონსულტაციითა და მომსახურებით.
ჩვენთან წარმოდგენილი ბრენდები
ჩვენს შოურუმში წარმოდგენილია ისეთი ბრენდები, რომლებიც ათწლეულების (ზოგი საუკუნის) განმავლობაში აწარმოებენ ტრადიციულ ზამბარიან და ასევე უზამბარო მატრასებსა და საწოლებს. შესაბამისად, მათ ეს პროცესი ხელოვნების დონეზე აქვთ აყვანილი: Vispring, Schramm, Tempur, Poltrona Frau, Bolzan Letti, Auping, Dorelan.
ჩვენი ტექსტილის ბრენდებიც გახლავთ საუკეთესონი საუკეთესოთა შორის: პორტუგალიის, გერმანიის, იტალიის, შვეიცარიის, იაპონიის საოჯახო საწარმოებიდან: Abyss & Habidecor, Uchino, Feiler, Weseta, Graser, Christian Fischbacher, Dea, Mirabel Slabbinck, Traumina, Falkenreck და მრავალი სხვა.
ჩვენი შოურუმი
Sleep Gallery – ის ტექსტილისა და მატრასების შოურუმები მდებარეობს ვაკეში, თბილისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩა N24 — ერთმანეთის გვერდიგვერდ.
მატრასების შოურუმში წარმოდგენილია — მატრასები, საწოლები, მატრასის საყრდენები და ბალიშები. აქ შეგიძლიათ მყუდრო და კომფორტულ გარემოში მოირგოთ 20 -მდე სხვადასხვა სიხისტის, შემადგენლობისა და სიმაღლის მატრასი და ორთოპედიული ბალიში. ასევე გთავაზობთ ჩვენი მატრასებისა და ბალიშების სახლში “გატესტვის” შესაძლებლობას.
ტექსტილის შოურუმში წარმოდგენილია საბნები და ბალიშები, თეთრეული, პირსახოცები, ხალათები, აბაზანის ხალიჩები და სხვა.

