აღწერა
Schramm Lotus Nature Camel ტოპერი გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პრემიალური ბრენდის – Schramm – ის ნაწარმია. Lotus Nature Camel ტოპერი 3სმ-იანი აქლემის ბეწვის ტოპერია, რომელსაც ძილის მიკროკლიმატი და კომფორტი ახალ დონეზე აყავს. აქლემის ბეწვი ტენიანობისა და ტემპერატურის დაბალანსებულ რეგულირებას უზრუნველყოფს — ზაფხულში ჭარბ სითბოს შთანთქავს, ხოლო ზამთარში სინთეტიკურ შიგთავსებზე ბევრად უფრო მეტ სითბოს გამოყოფს და ათბობს.
აქლემის ბეწვი ბუნებაში ერთ ერთი ყველაზე თერმორეგულაციური ბოჭკოა. არცერთი ცხოველი არ განიცდის ისეთ ტემპერატურულ უკიდურესობებს, როგორც აქლემი — მისი ბეწვი მას ღამის სიცივისგან იცავს, ხოლო დღის სიცხეში საუკეთესო აგრილებს და სუნთქვადობას უზრუნველყოფს. ეს განსაკუთრებული ბუნებრივი ადაპტაცია აქლემის ბეწვს იდეალურ შიგთავსად აქცევს მათთვის, ვინც ღამის განმავლობაში ტემპერატურის მერყეობას განიცდის, ზაფხულში სცხელა, ხოლო ზამთარში ბუნებრივი სითბოს შენარჩუნება სურს.
ტოპერი ხელნაკეთია გერმანიაში, მდგრადი ბუნებრივი მასალებისგან ყოველგვარი ქიმიური დამუშავების გარეშე. გარსი დამზადებულია 63% ვისკოზასა და 37% ბამბისგან — კომბინაცია, რომელიც შერჩეულია სირბილის, კანის უსაფრთხოების და ბუნებრივი სუნთქვადობის თვისებების გამო.
ტოპერი ასევე დაიცავს მატრასს დაბინძურებისგან და გახდის მას უფრო გამძლეს. ორადგილიანი საწოლებისთვის, ტოპერი ორი მატრასის შეერთების ადგილს ფარავს, ქმნის ერთიან და კომფორტულ ძილის ზედაპირს.
პროდუქტის დეტალები:
- შიგთავსი: ნაზი აქლემის ბეწვი, 600 გ/მ²
- გარსი: 63% ვისკოზა, 37% ბამბა
- სიმაღლე: დაახლოებით 3 სმ
- კლიმატის რეგულაცია
- ქიმიური დამუშავების გარეშე
- ხელნაკეთია გერმანიაში
- ბრენდი: Schramm







