აღწერა
Divina – ს მატრასი შეიძლება რომ დამზადდეს 5 სხვადასხვა სიმკვრივის დონით. ხელნაკეთი, ნატურალური შიგთავსით და შეუდარებელი მიკროკლიმატით, დივინას ირჩევენ ის მომხმარებლები, რომლებსაც კომფორტისა და ფუფუნების მიმართ უმაღლესი მოთხოვნები გააჩნიათ.
მატრასის დამოუკიდებელი შეფუთული ზამბარები დამზადებულია ფოლადისგან, რომელიც დახვეულია ცხრა ხვეულად, რაც უზრუნველყოფს გამძლეობას და კომფორტის უმაღლეს დონეს. შესანიშნავი ბუნებრივი მასალების შიგთავსი, როგორიცაა სელი, აბრეშუმი, შალი, ლიოსელი და კაპოკი, განიჭებთ კომფორტის სულ სხვა დონეს.
100% ბამბისგან დამზადებული ზამბარას შალითა შესანიშნავად აშორებს ოფლს მატრასს შიგნიდან და უზრუნველყოფს საუკეთესო ვენტილაციას. ზამბარები ინტეგრირებულია მატრასის ღერძის გასწვრივ და შექმნილია ძილის დროს სხეულის იდეალურად მხარდასაჭერად. სხვადასხვა ტიპის ზამბარების კომბინაცია უზრუნველყოფს მატრასში სიხისტის სწორ კომბინაციას
Schramm – ის ზამბარები გადიან თერმული წრთობის პროცესს სპეციალურ ღუმელში, რათა ფოლადი უფრო გამძლე და ამავე დროს დრეკადი გახდეს. შესაბამისად, ზამბარა ხდება უფრო გამძლე და არ განიცდის დეფორმაციას. მაღალი დრეკადობა კი აუცილებელია, რომ ზამბარა არ გაიტეხოს. ამ თვისებების მისაღწევად ზამბარებს ნელა აცხელებენ საჭირო ტემპერატურამდე, შემდეგ კი ისევე ნელა აცივებენ. თერმული დამუშავება არის მომწიფების და პროდუქციის იდეალურ ფორმამდე მიყვანის ერთგვარი პროცესი, რომელიც ასევე აუცილებელია, მაგალითად, კარგი ღვინის ან კარგი ყველის წარმოებისთვის. ზამბარების წარმოებისას კი, მხოლოდ SCHRAMM-ი იყენებს ამ მეთოდს, რაც მათ მატრასებს მართლაც გამორჩეულს ხდის.
რეკომენდირებულია, რომ Schramm – ის მატრასის სიმკვრივის დონე აირჩიოთ თქვენი წონიდან გამომდინარე
უპირატესობები
- მატრასი არის სრულად ხელნაკეთი
- დამოუკიდებელი ზამბარების ინტეგრირებული ბლოკები ცალკეულ ბამბის ჩანთებში, რომლებიც ხელით არის შეკერილი. ზამბარების სიმკვრივე მატრასში იცვლება იმის შესაბამისად, თუ რა ადგილებში აწვება თქვენი სხეული მატრასს ფუფრო მეტად – იქ სადაც ზეწოლა უფრო მეტია, ზამბარები უფრო მკვრივია.
- ღუმელში გამაგრებული 9-ხვეულიანი ზამბარები შეუდარებელი ელასტიურობისა და ხანგრძლივი მხარდაჭერისთვის
- დაპატენტებული სისტემა მათთვის, ვისაც მხარზე ძილი უყვარს – მხრის არე აღჭურვილია დაბალი დაჭიმვის ზამბარებით და მაღალი ელასტიურობის ბამბის შიგთავსით
- ნატურალური ტალალაის ლატექსის შიგთავსი საჰაერო კამერებით მაღალი ჰაერგამტარიანობისთვის
- მატრასი ქმნის ძილისთვის ოპტიმალურ მიკროკლიმატს: შიგთავსის მასალების ვერტიკალური გაკერვის შრომატევადი პროცესი (და არა მათი ერთმანეთზე დაწებება, როგორც სტანდარტულ მატრასებში), უზრუნველყოფს ჰაერის თავისუფალ მიმოქცევას ყველა მიმართულებით.
- აბრეშუმის/სელის დამატებითი ფენა შიგთავსში მეტი კომფორტისთვის.
- დამზადებულია გერმანიაში.
- გარანტია 5 წელი
გაიგეთ მეტი Schramm-ის შესახებ → https://www.schrammbeds.com









