აღწერა
კლასიკური ბუმბულის ბალიში 6 სმ ბორტით
Traumina Elegance Daune გერმანიაში დამზადებული ბუმბულის ბალიშია, მაზურიის თეთრი ბატის ბუმბულის შიგთავსით. მთელ პერიმეტრზე აქვს 6 სმ სიმაღლის ბორტი, ამიტომ ფორმას ჩვეულებრივ ბუმბულის ბალიშზე უკეთ ინარჩუნებს და მთელ ზედაპირზე თანაბარი სიმკვრივისაა.
ნატურალური შიგთავსის სხვა ბალიშები იხილეთ კატეგორიაში ბუმბულის ბალიშები.
520 გ შიგთავსი, 90% მაზურიის ბატის ბუმბული
ბალიშის შიგთავსი 520 გ მაზურიის თეთრი ბატის ბუმბული და ღეროებია: 90% ბუმბული და 10% ღეროები, I კლასი. მაზურია ჩრდილო-აღმოსავლეთ პოლონეთის რეგიონია. იქაური ცივი კლიმატის გამო ბატებს მსხვილი და ფუმფულა ბუმბული ეზრდებათ.
ბუმბული ბალიშს სიმსუბუქესა და სირბილეს ანიჭებს, ღეროების მცირე ნაწილი კი სიმკვრივეს მატებს, რათა ბალიში ღამის განმავლობაში არ ჩაჯდეს.
რისთვისაა საჭირო ბორტი
ჩვეულებრივი ბუმბულის ბალიში შუაში ყველაზე სქელია, კიდეებთან კი თხელდება. Elegance Daune სხვაგვარადაა მოწყობილი: 6 სმ ბორტის მეშვეობით სიმაღლე კიდიდან კიდემდე თითქმის თანაბარია.
ეს თავსა და კისერს უფრო მყარ საყრდენს აძლევს. ბალიში მოერგებათ მათ, ვისაც ზურგზე ან გვერდზე სძინავთ და უფრო მკვრივი ბუმბულის ბალიში სურთ.
თხელი ბამბის შალითა აბრეშუმის კანტით
შალითის ორივე მხარე სუფთა ბამბის თხელძაფიანი ქსოვილისგანაა დამზადებული. შალითის მჭიდრო ქსოვა ბუმბულს შიგნით აკავებს, მაგრამ ამავე დროს მაქ აქვს მაღალი ჰაერგამტარიანობის უნარი. ბალიშის კიდეები თხელი აბრეშუმის კანტითაა დამუშავებული.
გარდა ამისა, ბუმბული ტემპერატურას ბუნებრივად არეგულირებს: შთანთქავს ტენიანობას და ზედმეტ სითბოს გარეთ უშვებს. ამიტომ მთელი ღამე კომფორტულად გძინავთ.
მოვლა
მხოლოდ ქიმწმენდა.
გატესტეთ ბალიში სახლში
არ იცით, რომელი ბალიში მოგერგებათ? ბალიშის გატესტვა სახლშიც შეგიძლიათ. გადაიხადეთ სრული დეპოზიტი და წაიღეთ ბალიში სახლში 3–4 ღამით. თუ არ მოგერგოთ, დააბრუნეთ და დეპოზიტს სრულად დაგიბრუნებთ. თუ მოგეწონათ, დააბრუნეთ სატესტო ბალიში და წაიღეთ ახალი სულ ახალი ბალიში.
მახასიათებლები
- ზომა: 50 × 70 სმ
- შიგთავსი: 520 გ მაზურიის თეთრი ბატის ბუმბული და ღეროები — 90% ბუმბული, 10% ღეროები, I კლასი
- კონსტრუქცია: 6 სმ ბორტი მთელ პერიმეტრზე
- შალითა: 100% ბამბის თხელძაფიანი ქსოვილი, აბრეშუმის კანტი
- ძილის პოზა: ზურგზე, გვერდზე
- მოვლა: მხოლოდ ქიმწმენდა
- წარმოება: გერმანია
- ბრენდი: Traumina

























