აღწერა
Estasi-ს მატრასი გარედან დახვეწილი და მინიმალისტური ჩანს, მაგრამ შიგნით ის გთავაზობთ მოწინავე ძილის ტექნოლოგიას, რომელიც შექმნილია განსაკუთრებული კომფორტისა და ტემპერატურის კონტროლისთვის. მისი ძირითადი შიგთავსი არის დაპატენტებული Technogel® ფენა, რომელიც ზუსტად ერგება თქვენს სხეულს და თანაბრად ანაწილებს ზეწოლას მასზე.
ეს ინოვაციური გელის ფენა ხელს უწობს ჰაერგამტარიანობას და შთანთქავს ზედმეტ სითბოს, რაც ხელს უწყობს კომფორტული, სტაბილური ძილის ტემპერატურის შენარჩუნებას მთელი ღამის განმავლობაში. მატრასთან უბრალოდ შეხებისასაც კი იგრძნობა გაგრილების შეგრძნება. მატრასი განსაკუთრებით მოეწონებათ მათ, ვისაც ხშირად სცხელათ ძილის დროს.
Estasi-ს მატრასს მოყვება ზაფხულის და ზამთრის შალითები. მატრასი მთლიანად დამზადებულია უმაღლესი ხარისხის სტანდარტებით იტალიაში, ის ასახავს ინოვაციის, კომფორტისა და დახვეწილი დიზაინის იდეალურ ბალანსს.
იდეალურია მათთვის, ვისაც რბილი, მაგრამ ამავდროულად მხარდამჭერი მატრასი სურს. Estasi-ის მატრასი ინვესტიციაა უკეთეს ძილში და საერთო კეთილდღეობაში.









