აღწერა
ტემპერატურის რეგულირება
Velfont Viscofresh Max Outlast® ბალიში Velfont-ის Viscofresh ტერმო-მარეგულირებელი ბალიშია — 17სმ სიმაღლით, სპეციალურად გვერდზე მძინარეებისა და ფართო მხრის მქონე ადამიანებისთვის.
Outlast® ტექნოლოგია — NASA-ს მიერ შემუშავებული
Viscofresh Max-ის ყველაზე მთავარი მახასიათებელია მისი შალითა — 100% Outlast® ბამბა — მასალა, რომელიც თერმო-რეგულაციის თვისებები გააჩნია.
Outlast® ტექნოლოგია PCM ტექნოლოგიის გამოყენებით მუშაობს. ეს არის ბამბის ბოჭკოში ჩასმული მიკრო-კაფსულები, რომლებიც ჭარბ სითბოს შთანთქავს როდესაც გცხელათ, და სითბოს გამოყოფს როდესაც გცივათ. შედეგად ვღებულობთ სტაბილურ მიკროკლიმატს, რომელიც თქვენზეა მორგებული — თქვენ არ გაგეღვიძებათ არც ზედმეტი სითბოს და არც ზედმეტი სიცივეს გამო.
ნახვრეტიანი მაღალი სიმკვრივის მეხსიერების ქაფის ბირთვი
Viscofresh Max მაღალი სიმკვრივის ვისკოელასტიური ქაფმასალას იყენებს. ქაფმასალა იდეალურად ერგება თქვენს კისერს, ამცირებს უკუზეწოლას მასზე და უზრუნველყოფს ხერხემლის სწორ განლაგებას ძილის დროს. ნახვრეტები კი ხელს უწყობს ჰაერგამტარიანობას და აგრილბს ბალიშს.
შალითა
ბალიშის შალითა 100% Outlast® ბამბისგანაა დამზადებული.
იხილეთ ჩვენი მეხსიერების ქაფის ბალიშების კოლექცია → მეხსიერების ქაფის ბალიშები
გატესტეთ ჩვენი ბალიშები სახლის პირობებში
Sleep Gallery გთავაზობთ შესაძლებლობას გატესტოთ ჩვენი ბალიშები სახლის პირობებში. მეტი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით 596 14 99 77.
პროდუქტის დეტალები
- შიგთავსი: მაღალი სიმკვრივის ვისკოელასტიური პოლიურეთანის ქაფი (მეხსიერების ქაფი)
- შალითა: 100% Outlast® თერმო-მარეგულირებელი ბამბა
- სიმაგრე: Medium/Firm
- სიმაღლე: 17სმ
- მოვლა: ქიმწმენდა
- იდეალური: გვერდზე მძინარეებისთვის
- ჰიპოალერგიული
- ბრენდი: Velfont
გაიგეთ მეტი Velfont-ის შესახებ → https://velfont.com









