Sleep Gallery

დამცავი შალითები

მატრასისა და ბალიშის დამცავი შალითები მნიშვნელოვანი ელემენტია ჰიგიენისა და თქვენი მატრასის და ბალიშის ხანგრძლივობისთვის. Sleep Gallery-ში წარმოდგენილია გერმანული და ესპანური ბრენდების — Formesse და Velfont — დამცავი შალითები.

Formesse გამოირჩევა გერმანული ხარისხით, უზრუნველყოფს მატრასისა და ბალიშის საიმედო დაცვას, ხოლო რბილი და სუნთქვადი მასალები შეგიქმნით მაქსიმალურ კომფორტს ძილის დროს. Velfont კი გთავაზობთ ინოვაციურ და წყალგაუმტარ შალითებს, რომლებიც იცავს მატრასსა და ბალიშს ტენის, ალერგენებისა და ყოველდღიური გამოყენების ზემოქმედებისგან.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვებგვერდზე წარმოდგენილია ასორტიმენტის ნაწილი. სრული კოლექციის სანახავად გეპატიჟებით ჩვენს შოურუმში.

Showing all 9 results

დამცავი შალითა – თქვენი მატრასის  სადარაჯოზე

მას შემდეგ, რაც თქვენ დახარჯეთ დრო და ენერგია, გაეცანით მატრასების შემადგენლობას, შეარჩიეთ თქვენთვის მართებული სიხისტე და გაიღეთ სოლიდური თანხა მატრასის შესაძენად – დროა იზრუნოთ ამ ინვესტიციის უსაფრთხოებაზე.

რისგან იცავს დამცავი შალითა ახალ მატრასს?

ოფლი, ტენიანობა, ბიოლოგიური წარმოშობის ლაქები, კანის ეპიდერმისი, ქერტლი, ალერგენები, მტვრის ტკიპები – ეს არის არასრული ჩამონათვალი.

დამცავი შალითების ფართო ნაირსახეობა არსებობს:

  • თხელი და ჰაერგამტარი, როგორც ზეწარი.
  • თხელი და 100% – ით წყალგაუმტარი, ნაკლებად ჰაერგამტარი.
  • ოდნავ სქელი და დალიანდაგებული, ბამბის, სელის ან მატყლის შიგთავსით;
  • გამაგრილებელი ეფექტით

ჩვენი რეკომენდაცია:

მატრასის დაზიანების მაღალი რისკის შემთხვევაში (გყავთ ოთხფეხა მეგობრები, ან ბავშვები, რომლებსაც თქვენთან ერთად სძინავთ), გირჩევთ ისარგებლოთ 100% -ით წყალგაუმტარი დამცავით.

იმისთვის, რომ მატრასი იყოს ყოველთვის დაცული, გირჩევთ შეიძინოთ ორი დამცავი. ერთ-ერთი დამცავის გარეცხვა – გაშრობის დროს, თქვენი მატრასი არ დარჩება დაუცველი.

Select the fields to be shown. Others will be hidden. Drag and drop to rearrange the order.
  • სურათი
  • SKU
  • ფასი
  • Stock
  • Availability
  • კალათაში დამატება
  • მოკლე აღწერა
Click outside to hide the comparison bar
შედარება
კალათა დახურვა