მატრასები
მაღალი ხარისხის მატრასი აუცილებელია ჯანსაღი და კომფორტული ძილისთვის. Sleep Gallery-ში ჩვენი მატრასების კოლექცია შექმნილია ოპტიმალური სიხისტის, კომფორტისა და სხეულზე ზეწოლის შემსუბუქების უზრუნველსაყოფად, რაც გეხმარებათ, რომ ბოლომდე მოდუნდეთ და დაისვენოთ.
ჩვენი კოლექცია მოიცავს როგორც ზამბარებიან და უზამბარო, მეხსიერების ქაფის მატრასებს, ასევე მატრასებს ბავშვებისა და მოზარდებისთვის, რომლებიც დამზადებულია ინოვაციური მასალებითა და ტექნოლოგიებით, რათა ხელი შეუწყოს ძილის დროს სხეულის მოდუნებას, დაარეგულიროს სხეულის ტემპერატურა და გააუმჯობესოს ძილის საერთო ხარისხი. ასევე, ჩვენ გთავაზობთ მატრასის სახლში გამოცდის სერვისს — იძინეთ ჩვენს მატრასსზე 3–4 ღამე და შემდეგ გადაწყვიტეთ, გსურთ თუ არა მისი შეძენა.
Showing 1–16 of 19 results
-
Dorelan Effect ზამბარიანი მატრასი
Price range: 4050,00 ₾ through 4815,00 ₾ -
Dorelan Flip საბავშვო მატრასი
Price range: 2961,00 ₾ through 3843,00 ₾ -
Dorelan Levant ზამბარიანი მატრასი
Price range: 4502,00 ₾ through 8832,00 ₾ -
Dorelan Regal ზამბარებიანი მატრასი
Price range: 5237,00 ₾ through 6217,00 ₾ -
Dorelan Stylus ზამბარებიანი მატრასი
Price range: 4590,00 ₾ through 10098,00 ₾ -
Dorelan Tresor ზამბარიანი მატრასი
Price range: 11619,00 ₾ through 12330,00 ₾ -
Schramm Divina ზამბარებიანი მატრასი
Price range: 12989,00 ₾ through 28591,00 ₾ -
Schramm Emotion Luxe ზამბარებიანი მატრასი
Price range: 6039,00 ₾ through 12916,00 ₾ -
Schramm Heaven ზამბარიანი მატრასი
Price range: 6940,00 ₾ through 14857,00 ₾ -
Schramm Mythos მატრასი ზამბარებიანი
Price range: 9418,00 ₾ through 20506,00 ₾ -
Technogel Estasi გამაგრილებელი მატრასი
Price range: 7564,00 ₾ through 14414,00 ₾ -
Technogel Favola გამაგრილებელი მატრასი
Price range: 7564,00 ₾ through 14414,00 ₾ -
Tempur Form მეხსიერების ქაფის მატრასი
Price range: 4894,00 ₾ through 5181,00 ₾ -
Tempur Prima მეხსიერების ქაფის მატრასი
Price range: 3856,00 ₾ through 7752,00 ₾ -
Tempur Pro Air Hybrid ჰიბრიდული მატრასი
Price range: 9068,00 ₾ through 10721,00 ₾
როგორ შევარჩიოთ მატრასი
მატრასის შერჩევა ადამიანის ინდივიდუალური მონაცემების გათვალისწინებით ხდება და შესაბამისად ამ პროცესში მისი მფლობელის თუ მფლობელების უშუალო ჩართულობას მოითხოვს. პარტნიორების აღნაგობა, ძილის პოზიცია, სასურველი სიმკვრივე, შიგთავსის მიმღებლობა, ტემპერატურული რეჟიმი – უშუალოდ მოქმედებს ძილის ხარისხზე და უნდა იქნეს გათვალისწინებული მატრასის შერჩევის პროცესში.
Sleep Gallery – ში, რომელიც მდებარეობს თბილისში, წარმოდგენილია მსოფლიოში ცნობილიბრენდები, როგორიცაა Tempur, Schramm, Dorelan, Technogel და Vispring. თითოეულ მათგანს განსაკუთერბული ადგილი უკავია ძილის პროდუქციის ინდუსტრიაში და გამოირჩევიან თავისირეპუტაციით, ინოვაციებით, უაღრესად ჯანსაღი და რეგენერაციული ძილის უზრუნველყოფით.
ჩვენი პარტნიორები კომპანიები თანამშრომლობენ რა მედიცინის სხვადასხვა დარგების სპეციალისტებთან, ითვალისწინებენ მათ რეკომენდაციებს მატრასების, მატრასის საყრდენებისა თუ ბალიშების წარმოების პროცესში. სხეულის აგებულებიდან გამომდინარე მატრასებში გათვალისწინებულია სხვადასხვა სიხისტის ზონები რომლებიც ხერხემლის ბუნებრივ განლაგებას და კუნთოვანი სხეულის მოდუნებას უწყობს ხელს.
გათვალიწინებულია აგრეთვე განსხვავებული გემოვნება და პრეფერენციები წყვილებში. ამ შემთხვევაში ჩვენ გთავაზოთ სხვადასხვა სიხისტით დამზადებულ ორადგილიან მატრასებს სადაც თითოეული პარტნიორი მისთვის სასურველ კომფორტს მიიღებს.
გვეწვიეთ შოურუმში Sleep Gallery, პირადად მოსინჯეთ წარმოდგენილი მოდელები, მოუსმინეთ თქვენს სხეულს და აჩუქეთ მას ის კომფორტი, დასვენება და ჯანსაღი ძილი რომელსაც იმსახურებს.
მატრასის მოდელები Sleep Gallery-ში
Tempur-ის მატრასების უპირატესობები
NASA-ს ეგიდით შექმნილი TEMPUR – ის ქაფმასალით დამზადებული მატრასები პრინციპულად ახალი სიტყვაა ძილის ინდუსტრიაში. TEMPUR – ის მატრასები არღვევენ ფიზიკის კანონს და თქვენი სხეულის ზეწოლას შემხვედრი ზეწოლით არ პასუხობენ. TEMPUR – ის მატრასზე ძილის დროს სხეული იმყოფება სრულ უწონადობაში რაც მის მაქსიმალურ რელაქსაციას და მოდუნებას უწყობს ხელს. უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, მცირდება თიაქარითა თუ ტრავმებით გამოწვეული დისკომფორტი და საგრძნობლად ხანგრძლივდება ღრმა ძილის ფაზა, რომელსაც ძალიან დიდი როლი ენიჭება ჩვენი ორგანიზმის სასიცოცხლო ძალების აღდგენაში.
TEMPUR – ის მატრასები რეაგირებენ სხეულის წონისა და სითბოს გადაცემის ინტენსივობაზე და შესაბამისად ერგებიან სხეულის კონტურებს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ამ მატრასებზე ძილის დროს მინიმუმამდე მცირდება ზედაპირზე ჰამაკის ეფექტის წარმოქმნა და პარტნიორის მოძრაობის შედეგად ტალღების გადაცემა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განსხვავებული წონის მქონე პარტნიორებისთვის.
Tempur-ის ფართო ასორტიმენტი მოიცავს სხვადასხვა სიმკვრივისა და სიმაღლის მატრასებს რაცსაშუალებას გაძლევთ შეარჩიოთ თქვენთვის შესაფერისი მოდელი. TEMPUR PRO PLUS და TEMPUR PRO LUXE კოლექციის მატრასები წარმოდგენილია SmartCool ტექნოლოგიით დამზადებულ შალითით,რომელიც განიჭებთ სიგრილის სასიამოვნო შეგრძნებას.
„Pocket Spring” ზამბარიანი მატრასები ბუნებრივი შემავსებლებით
მომხმარებლებისთვის, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ ტრადიციულ და უფრო ხისტ მატრასებს,ჩვენ ვთავაზობთ Dorelan-ის, Schramm-ის და Vispring-ის ზამბარიან მატრასებს.
როგორ მივხვდეთ რომ სწორად შევარჩიეთ ზამბარიანი მატრასი?
სწორად შერჩეული მატრასის შეფასების უმთავრესი კრიტერიუმები გახლავთ:
- სხეულზე (განსაკუთრებით მხრებსა და თეძოზე), შემხვედრი ზეწოლის შემცირება,
- ძილის დროს წრიალის შემცირება და
- ძილის ღრმა ფაზის გახანგრძლივება!
ზამბარიანი მატრასების შემთხვევაში ამ შედეგის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ინდივიდუალურად შეფუთული “Pocket Spring“ ზამბარების გამოყენებით. ასეთ ზამბარებს მწარმოებელი ანიჭებს სხვადასხვა სიხისტეს და გარკვეული პრინციპით განათავსებს მატრასში. შედეგად, თითოეული ზამბარა და თვით მატრასიც იდეალურად ერგება სხეულის კონტურებს და ანიჭებს მათ ისეთ საყრდენს როგორსაც საჭიროებს სხვადასხვა ზონებში: მხრებისა და თეძოს არეში მატრასი იქნება შედარებით რბილი ვიდრე თავის, წელისა და ფეხის არეში.
“Pocket Spring” ზამბარები ასევე საშუალებას გვაძლევს დავამზადოთ მატრასები სხვადასხვა წონითი კატეგორიებისთვის, რადგან 50 კგ.; 100 კგ. თუ 130 კგ. წონის შემთხვევაში სხეული განსხვავებულ დაჭერას საჭიროებს.
ჩვენი ევროპელი პარტნიორები, რომლებიც პრემიუმ კლასის მწარმოებლები გახლავთ, არა მარტო სხვადასხვა სიხისტის მატრასებს, არამედ სხვადასხვა სიხისტეების ერთ მატრასში გაერთიანებას გვთავაზობენ, რაც ესოდენ აქტუალურია განსხვავებული წონის მქონე წყვილებისთვის!
ამგვარად, “Pocket Spring ტექნოლოგიით დამზადებული ზამბარიანი მატრასი უკეთესად ერგება სხეულის კონტურებს, ამცირებს ძილის დროს პარტნიორების მოძრაობით გამოწვეულ დისკომფორტს, გამოირჩევა მეტი სუნთქვადობით და სიგრილით (ვიდრე უზამბარო მატრასები) და შესაბამისადაუმჯობესებს თქვენი დასვენებისა და ძილის ხარისხს.
გერმანული კომპანია Schramm ევროპაში პრემიუმ კლასის მატრასების ერთ-ერთ წამყვანიმწარმოებელი გახლავთ. Schramm – ის მატრასები დამზადებულია ისეთი ბუნებრივი მასალების გამოყენებით, როგორიცაა ბამბა, ქაშმირი, აბრეშუმი, აქლემის ბეწვი და მატყლი. თითოეულ ამ მასალას თავისი ფუნქციონალური დატვირთვა გააჩია, რაც საერთო ჯამში ქმნის იდეალურ კლიმატს ძილის დროს.
დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული Vispring ცნობილია თავისი ხელნაკეთი და 100% ნატურალური ზამბარიანი მატრასებით, რომლებიც ასევე მზადდება ბუნებრივი მასალებისგან. 2012 წელს ბრენდმამიიღო დიდი ბრიტანეთის პრესტიჟურლი ჯილდო Queen’s Award for Enterprise, ხოლო 2024 წელს King’s Award for Enterprise, რომელიც ენიჭება საწარმოს, მისი ტექნოლოგიური ინოვაციებისა და მაღალიხარისხის აღიარების ნიშნად.
და ბოლოს, იტალიური ბრენდი Dorelan, რომელიც უფრო ბიუჯეტურია ვიდრე Vispring და Schramm, თუმცა არანაკლებ ხარისხიანი. Dorelan – ი ასევე ამზადებს ინდივიდუალურად შეფუთულ ზამბარიან მატრასებს, მაგრამ არ იყენებს ბუნებრივ შემავსებლებს. DORELAN შესანიშნავი არჩევანია მათთვის ვინც ალერგიის რისკის გამო თავს არიდებს ბუნებრივ შემავსებლებს. თუმცა ასევე გამოირჩევიან კომფორტულობით და უმაღლესი ხარისხის სტანდარტებით.
რა კავშირია კომფორტულ მატრასს, ღრმა ძილის ფაზასა და კარგ განწყობას შორის
ალბათ ყველას გვსმენია გამოთქმა „მარცხენა ფეხზე ავდექიო“ – რაც დილით უხასიათოდ გაღვიძებას და მთელი დღის განმავლობაში ცუდ განწყობას მოიაზრებს.
მატრასს ნამდვილად შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს დღის განმავლობაში თქვენს გუნება-განწყობაზე და აი როგორ:
დღის განმავლობაში დახარჯული ენერგიის აღდგენა მხოლოდ და მხოლოდ ძილის დროს არის შესაძლებელი და აქ მნიშველოვან როლს ასრულებს ღრმა ძილის ფაზა. მხოლოდ ღრმა ფაზაში ძილის დროს ირთვება ჩვენი ორგანიზის რეგენერაციისთვის და სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი ბიოლოგიური პროცესები, კერძოდ:
- მაქსიმალურად დუნდება და „ისვენებს“ კუნთოვანი სხეული;
- ხდება ახალი უჯრედების წარმოქმნა;
- ჰიპოფიზი გამოყოფს სიცოცხლისთვის საჭირო ჰორმონებს, მათ შორის „ზრდის ჰორმონს“ რომელიც ძვლოვანი და კუნთოვანი ქსოვილის სიმკვრივეზე არის პასუხისმგებელი;
- აქტიურდება იწმინდება ლიმფური სისტემა როგორც თავის ტვინში ასევე მთელ ორგანიზმში, რაც ნეიროდეგენერაციული დაავადებების პროფილაქტიკა გახლავთ, და კიდევ ბევრი სხვა..
ღრმა ძილის ხანგრძლივობა სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული და მთელი ღამის ძილის არაუმეტეს 15-25% შეადგენს. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ძილი არ დაირღვეს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბიოლოგიური პროცესები ბუნებრივად დასრულდეს! და აი ზუსტად აქ ასრულებს მატრასი გადამწყვეტ როლს.
ღრმა ძილის ფაზა შეიძლება დაარღვიოს ისეთმა გარეგანმა გამღიზიანებლებმა, როგორებიცაა ხმაური, ტემპერატურული დისკომფორტი (ძალიან ცივა/ძალიან ცხელა), ფიზიკური დისკომფორტი, კიდურების დაბუჟება ან ტკივილი. ფიზიკური დისკომფორტის მიზეზი კი უმეტეს შემთხვევაში სხეულის წონასთან მიმართებაში ზედმეტად ხისტი მატრასი გახლავთ.
ის რომ ხისტი მატრასი „ხერხემალს გაასწორებს“ – მცდარი მოლოდინია. ვერცერთი მატრასი ხერხემალს ვერ გაასწორებს. სამაგიეროდ, თიაქარითა თუ სხვადასხვა მიზეზით არსებულ დისკომფორტს კიდევ უფრო გააძლიერებს, ღრმა ძილის ფაზას და მიმდინარე ბიოლოგიურ პროცესებს დაარღვევს, რაც დილით, ახალგაღვიძებული ადამიანის გუნება-განწყობაზე და ენერგიაზე ნეგატიურად აისახება.
უნიკალური, NASA-ს მიერ შექმნილი Tempur-ის მასალა ფართო კვლევისა და ტესტირების საგანი ღრმა ძილის ხელშეწყობისა და გახანგრძლივების მიმართულებით გახდა. კვლევებმა დაადასტურა TEMPUR ის მატრასების მაღალი ეფექტურობა რაც, მსოფლიო მასშტაბით, მათ უდიდეს პოპულარობას განაპირობებს.
რატომ უნდა შეიძინოთ Sleep Gallery-ში?
მსოფლიო დონის ბრენდები
ჩვენ ავირჩიეთ Tempur, Schramm, Dorelan და Vispring, რადგან ისინი წარმოადგენენ მატრასების წარმოების უმაღლეს სტანდარტს მსოფლიო დონეზე. მოწინავე და ტექნიკურად დახვეწილი მასალები, ათწლეულების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება, ერგონომიული თვისებები დაუმაღლესი სტანდარტები – ეს ყველაფერი არის თითოეული ბრენდის განუყოფელი ნაწილი.
მატრასის სახლში ტესტირების შესაძლებლობა
Sleep Gallery გთავაზობთ შესაძლებლობას, გამოსცადოთ ჩვენი მატრასები საკუთარ საძინებელში. თქვენ იხდით მატრასის დეპოზიტს, ჩვენ მოგაწვდით სპეციალურად მომზადებულ სატესტო მატრასსდა თქვენ რამდენიმე ღამის განმავლობაში გძინავთ მასზე თქვენი რეალური ძილის მაქსიმალურადმიახლოებულ პირობებში.
თუ მატრასის შეძენას გადაწყვეტთ, ჩვენ ვიბრუნებთ სატესტო ნიმუშს და მოგაწვდით იდენტურს,ახალს და გაუხსნელს.
უფასო მიწოდება თბილისის მასშტაბით
ჩვენ გთავაზობთ მატრასების უფასო მიწოდებას თბილისში. სურვილის შემთხვევაში, ჩვენ ასევეშეგვიძლია თქვენი ძველი მატრასის გატანა და უტილიზირება.
რატომ ღირს ხარისხიან მატრასში ინვესტირება?
თქვენი ძილის ხარისხში ინვესტირება თქვენს ჯანმრთელობაში, ენერგიასა და ცხოვრების ხარისხშიჩადებული ინვესტიციაა. ხარისხიანი მატრასი თავდაპირველად შეიძლება უფრო ძვირი დაჯდეს,მაგრამ თუ კი ჩვენ ამ თანხას გადავანიწელებთ მატრასის სრული ექსპლუატაციის პერიოდზე, ის არც თუ ისე ძვირი ჯდება, გამომდინარე იქედან, რომ სათანადო მოვლის შემთხვევაში, ჩვენი მატრასიათწლეულების განმავლობაში შეიძლება იყოს გამოყენებული.
თუ კი მატრასში ჩადებულ თანხას ათასობით ღამეზე გადავანაწილებთ, მატრასის გამოყენების დღიური ღირებულება ერთ ფინჯან ყავას უტოლდება. ზოგიერთი პრემიალური ბრენდი, როგორიცაა Vispring, მატრასებზე 30 წლამდე გარანტიას გვთავაზობს, რაც საკუთარი პროდუქციის მიმართ მაღალი ნდობის მაჩვენებელია.
ხშირად დასმული კითხვები
რომელი მატრასია საუკეთესო ზურგის ტკივილის დროს?
საუკეთესოა ის მატრასი, რომელიც ხელს უწყობს ხერხემლის სწორ განლაგებას და ამავდროულადამცირებს ზეწოლას სხეულზე. ჩვენი გამოცდილი კონსულტანტები დაგეხმარებიან შეარჩიოთ თქვენთვის შესაფერისი მატრასი.
მეხსიერების ქაფის მატრასია უკეთესი, თუ ზამბარებიანი?
მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის შემთხვევაში როგორც ზამბარიანი ასევე მეხსიერების ქაფის მატრასები კარგი არჩევანია!
შეიძლება თუ არა ერთ მატრასში სიხისტის სხვადასხვა დონისარჩევა?
დიახ. Schramm-ისა და Vispring-ის მატრასები საშუალებას გაძლევთ გააერთიანოთ ორი განსხვავებულისიხისტე ერთ დიდ მატრასში.
თუ შემიძლია მატრასის სახლში “გატესტვა”?
დიახ, მატრასები შეგიძლიათ გატესტოთ როგორც ჩვენს შოურუმში, ასევე საკუთარ სახლში.
ეწვიეთ ჩვენს შოურუმს
თუ თქვენ ეძებთ უმაღლესი ხარისხის მატრასებს თბილისში, ეწვიეთ Sleep Gallery-ს, რათა პირადადგანიცადოთ მსოფლიო დონის კომფორტი. ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ იპოვოთ იდეალური მატრასითქვენი სხეულის, პრეფერენციებისა და ძილის პირობების შესაბამისად. კარგი განწყობა ხარისხიანი ძილით იწყება.





























