Sleep Gallery

ხელმისაწვდომობა: მარაგშია

Falkenreck Diamond All Season საბანი

ბრენდი:

3808,00 ₾

საბანი Falkenreck Diamond All Season: 850 CUIN ნიუფაუნდლენდის ბატის ბუმბული. გამოიყენება ოთხივე სეზონზე. დამზადებულია გერმანიაში, ხელით.

  • უფასო მიწოდება თბილისის მასშტაბით 500 ლარიდან
  • გაიარეთ კონსულტაცია ჩვენ კონსულტანტთან: 596 14 99 77
  • შეგიძლიათ იხილოთ პროდუქცია ჩვენს შოურუმში თბილისის ცენტრში
  • Free delivery in Tbilisi from 500 lari
  • Consult with a sleep expert at 596 14 9977
  • You can see the products in our showroom in the center of Tbilisi
  • Бесплатная доставка по Тбилиси от 500 лари
  • Пройдите консультацию с нашим специалистом: 596 14 99 77
  • Можете посмотреть продукцию в нашем шоуруме в центре Тбилиси
მოგვწერეთ WhatsApp-ზე

აღწერა

40 წლიანი გამოცდილება

Falkenreck-ის საწარმო 40 წელზე მეტია ექსკლუზიურ საბნებს ხელით ამზადებს რითბერგში, ტევტობურგის ტყის პირას. თითოეული საბანი მთლიანად ხელით მზადდება — ერთ საბანზე დაახლოებით 400 საწარმოო ეტაპია საჭირო: ქსოვილის დაჭრა, შეკერვა, საბნის შევსება და ა.შ.

ნიუფაუნდლენდის თეთრი ბატის ბუმბული

საბნის შევსება — 100% სუფთა თეთრი ნიუფაუნდლენდის ბატის ბუმბული, fill power 850 CUIN. ეს მაჩვენებელი იმას მიანიშნებს, რომ საბანი არის თბილი, და ამავე დროს გამორჩეულად მსუბუქი, ვიდრე დაბალი ხარისხის ალტერნატივები. ბუმბული მოპოვებულია ნიუფაუნდლენდში, კანადაში, სადაც მრავალი ტბა და მდელო წარმოადგენს ბატების ჰაბიტატსა და საკვებ რესურსს. Falkenreck – ის წარმომადგენლები პირადად და რეგულარულად სტუმრობენ ფერმებს, რათა დარწმუნდნენ ეთიკური მეურნეობის სტანდარტების დაცვაში.

შვეიცარიული ბატისტის შალითა

შალითა — 100% ბამბა, შვეიცარიული ბატისტი — მჭიდროდ ნაქსოვი, არ ატარებს ქსოვილს, მაგრამ კარგად ატარებს ჰაერს. საბნის თითოეული კამერა ცალ-ცალკე იკერება  — სტანდარტი, რომელიც მხოლოდ ხელით წარმოებით მიიღწევა და უზრუნველყოფს, რომ ბუმბული თანაბრად იყოს განაწილებული საბნის შიგნით, და უზრუნველყოს თანაბრი სითბო მთელი სხეულისთვის.

ყველა სეზონისთვის

Diamond All Season-ს აქვს სითბოს კლასი 2/4 — შექმნილია მათთვის, ვისაც საძინებელ ოთახში აქვს სტაბილური ტემპერატურა და სურს შედარებით მსუბუქი საბანი, რომელიც იმუშავებს მთელი წლის განმავლობაში. გამორჩეული fill power ნიშნავს, რომ საბანი ტემპერატურას ორივე მიმართულებით არეგულირებს — ზაფხულში აგრილებს, ზამთარში ათბობს.

მოვლა

მხოლოდ ქიმწმენდა.

მახასიათებლები

  • შევსება: 100% სუფთა თეთრი ნიუფაუნდლენდის ბატის ბუმბული, კლასი 1a
  • Fill power: 850 CUIN
  • შალითა: 100% ბამბა, შვეიცარიული ბატისტი
  • სითბოს კლასი: 2/4
  • წარმოება: გერმანია

დამატებითი ინფორმაცია

ზომა

155 x 220

შიგთავსი

100% თეთრი ბატის ბუმბული ნიუფაუნდლენდიდან

ბუმბულის მოცულობითი მაჩვენებელი (fill power)

850 cuin

შიგთავსის წონა

155×220 სმ – 480 გ

გარე ქსოვილი

100% ბამბა, შვეიცარიული თხელი ბატისტი

სითბოს კლასი

ყველა სეზონისთვის

მოვლა

მხოლოდ ქიმწმენდა

წარმოების ქვეყანა

გერმანია

ვერ არჩევთ?

გაიარეთ კონსულტაცია, სანამ შეიძენთ

ჩვენი შოურუმი ვაკეში, ირაკლი აბაშიძის ქ. 24-ში, ყოველდღე ღიაა. კონსულტანტები დაგეხმარებიან სწორი არჩევანის გაკეთებაში.

Falkenreck Down Duvet View from top
თქვენ ათვალიერებთ: Falkenreck Diamond All Season საბანი 3808,00 ₾
არჩევის პარამეტრები
კალათა დახურვა