აღწერა
Heaven by SCHRAMM არის საგულდაგულოდ დამზადებული მატრასი, რომელიც ერგება სხეულის კონტურებს და ამავდროულად ინარჩუნებს მყარ, საიმედო საყრდენს.
მის ცენტრალურ ნაწილში განთავსებულია ხელით ნაკერი ჯიბის ექვსხვეულიანი, ღუმელში ნაწრთობი ზამბარების სისტემა, ინდივიდუალურად არის მოთავსებული ბამბის ჯიბეებში. ეს ტექნოლოგიური პროცესი უზრუნველყოფს ხანგრძლივ ელასტიურობას, ასევე დინამიურ რეაგირებასა და წონის ზუსტ გადანაწილებას მთელ დასაწოლ ზედაპირზე. ზამბარების სისტემა ერგება სხეულის წონასა და მოძრაობას, ხელს უწყობს ხერხემლის სწორ პოზიციონირებას და ამცირებს სხეულზე ზეწოლის წერტილებს. განსაკუთრებით ეფექტურია გვერდულად წოლის მოყვარულთათვის.
ზამბარების ბირთვს გარს აკრავს ბუნებრივი და ტექნიკური მასალების იდეალურად დაბალანსებული კომბინაცია. ფრანგული სუფთა ცხვრის მატყლი (Plein Air), მოპოვებული ადგილობრივი ფერმერებისგან, გამოყენებულია ორმაგ ფენად, რაც უზრუნველყოფს ელასტიურობას, მაღალ სუნთქვადობასა და კლიმატის რეგულაციას. მაღალი ელასტიურობის ცივი ქაფი (HR ქაფი) მატებს დამატებით მხარდაჭერას და ფორმის შენარჩუნების უნარს, ზრდის კომფორტს სტაბილურობის შენარჩუნებით. ბამბის ორმაგი ფენა ეფექტურად შთანთქავს ტენიანობას და ხელს უწყობს სუფთა, ჰიგიენური საძილე გარემოს შენარჩუნებას.
Schramm-ის ოსტატური ფილოსოფიის შესაბამისად, Heaven მატრასი შექმნილია ტრადიციული კერვის ტექნოლოგიით და არ გამოიყენება წებო. ეს მიდგომა უზრუნველყოფს ჰაერის თავისუფალ ცირკულაციას მატრასის შიგნით, სტაბილურობას და ხანგრძლივ ექსპლუატაციას.
შედეგად მიიღება მატრასი, რომელიც რბილად ერგება სხეულს და უზრუნველყოფს კომფორტსა და მდგრადობასთან ერთდ, დახვეწილ, იდეალურად დაბალანსებულ ზედაპირს. Heaven მატრასი იდეალური არჩევანია მათთვის, ვინც აფასებს ბუნებრივ მასალებს და ისეთ დასაწოლ ზედაპირს, რომელიც მუდამ ფრთხილად ერგება შენს სხეულს.
დამზადებულია გერმანიაში








