აღწერა
ელასტიური ზამბარიანი პლასტმასის ელემენტები დამაგრებულია ლამელების ზედაპირზე. სწორედ ეს პლასტიკური ელემენტები სძენს TEMPUR-FLEX საყრდენებს დადებით თვისებებს:
ამორტიზაცია – მცირდება უკუზეწოლა მთლიანად თქვენს სხეულზე. ამის წყალობით, სისხლის მიმოქცევა არ ირღვევა, კიდურები არ იბუჟება და მინიმუმამდე მცირდება ძილის დროს წრიალი.
სხეულის კონტურებთან ადაპტაცია – ზამბარიანი პლასტმასის ელემენტები არ არიან დაკავშირებული ერთმანეთთან და, შესაბამისად, თითოეული მათგანი იკავებს ისეთ პოზიციას, რომელიც აუცილებელია სხეულის ყველა ნაწილის სათანადოდ დასაყრდენად.
ვენტილაცია – საყრდენის Air Lift სისტემა უზრუნველყოფს მატრასის მაქსიმალურ ვენტილაციას. ვინაიდან ადამიანის სხეული ძილის დროს დიდი ოდენობით ოფლს გამოყოფს, მნიშვნელოვანია, რომ ეს ტენიანობა იყოს აორთქლებული და არ დარჩეს მატრასში. ეს ახანგრძლივებს მატრასის გამოყენების ვადას და ამცირებს ობის და მავნე ბაქტერიების წარმოქმნას, რომლებიც იწვევენ ალერგიას.
დამზადებულია გერმანიაში