აღწერა
წარმოგიდგენთ ახალ TEMPUR PRO® SMARTCOOL™ კოლექციას, რომელშიც წარმოდგენილია TEMPUR – ის ყველაზე ადაპტური მატრასები გაგრილების ეფექტით. მატრასის შიგთავსათ გამოყენებულია TEMPUR® Advanced მასალის ფენა, რომელიც ამცირებს სხეულზე უკუზეწოლას, შთანთქავს მოძრაობის კიდევ უფრო მეტ ენერგიას და უკეთ ეგუება თქვენს სხეულს. გარედან მატრასი დაფარულია გამაგრილებელი შალითათი, რომელიც შთანთქავს ზედმეტ სითბოს და გაგრილებთ ძილის დროს. მატრასის სიმაღლე 30 სმ.
მატრასი დამზადებულია დანიაში. გარანტია – 10 წელი.
რით გამოირჩევა TEMPUR – ის მატრასები?
TEMPUR-ის ტემპერატურისადმი მგრძნობიარე მასალა თქვენი სხეულის ფორმას ერგება, რაც თქვენს ხერხემალსა და სახრებს ბუნებრივ პოზიციაში დასვენების საშუალებას აძლევს. სხვა მატრასების უმრავლესობა არ გაძლევთ სხეულთან ისეთი მორგების შესაძლებლობას, როგორც TEMPUR-ის მატრასები.
რატომ არის TEMPUR – ის მატრასი უმჯობესი?
სხეულთან მორგებით, TEMPUR-ის მატრასი ამცირებს დისკომფორტს, რომელსაც მატრასზე სხეულის ზეწოლის წერტილები იწვევენ, ზეწოლის იმგვარად განაწილების გზით, რომ თქვენ დაუყოვნებლივ მოდუნდებით თქვენთვის მოსახერხებელ საძილე პოზიციაში, და მთელი ღამის მანძილზე შეინარჩუნებთ სრულ ყრდნობას. სხეულის წერტილებზე ზეწოლის შემცირება ამცირებს ტრიალსა და ბრუნვას, რაც საშუალებას გაძლევთ, ისიამოვნოთ ღრმა ძილის უფრო ხანგრძლივი ციკლებითა და ძილის უკეთესი ხარისხით, რათა უფრო დასვენებულმა გაიღვიძოთ.
რას შეიცავს TEMPUR-ის მასალა და როგორ მუშაობს ის?
TEMPUR-ის მასალა მილიარდობით ვისკოელასტიური, სფერული ფორმის, ღია უჯრედისგან შედგება. უჯრედები რეაგირებენ თქვენი სხეულის ტემპერატურასა და წონაზე, შემდეგ კი გადაადგილდებიან და ხელახლა ლაგდებიან ისე, რომ თქვენი სხეულის კონტურებს მოერგონ. მასალა უფრო თბილ ადგილებში მეტად რბილდება (სადაც თქვენი სხეული ზედაპირთან ყველაზე მეტ შეხებაშია) და ინარჩუნებს სიმყარეს უფრო გრილ ადგილებში (სადაც სხეულის შეხება ნაკლებია). ეს ზეწოლის გადანაწილებას და ზეწოლის წერტილების მიერ შექმნილი დისკომფორტის შემცირებას იწვევს. მეორე მხრივ კი, თქვენ სისხლის მიმოქცევა გიუმჯობესდებათ, ხოლო ტრიალი და ბრუნვა ნაკლებია.
დამტკიცებულია, რომ TEMPUR-ის პროდუქცია ტრიალსა და ბრუნვას ამცირებს?
დიახ. კლინიკურად დამტკიცებულია, რომ TEMPUR-ის მატრასები და ბალიშები ღამის მანძილზე ტრიალსა და ბრუნვას საშუალოდ 100-დან დაახლოებით 17-მდე ამცირებს. გამოცდა შვედეთის ქალაქ გოთენბურგში, ლილჰაგენის ჰოსპიტალის კლინიკური და ფიზიოლოგიური კვლევის ინსტიტუტში ჩატარდა 23 000 პაციენტზე, კლინიკური და სახლში გამოყენების ჯამში 8-წლიანი პერიოდის მანძილზე, შედეგით, რომ პაციენტებს ნაკლებად აწუხებდათ ტკივილი და გაცილებით უფრო ღრმა ძილი ჰქონდათ.
სხვადასხვა სახეობის TEMPUR-ის მატრასებს შორის რომელი ითვლება საუკეთესოდ?
TEMPUR-ის მატრასების ყველა მოდელი შექმნილია მოწინავე კომფორტისა და მხარდაჭერის იმავე დონის უზრუნველსაყოფად. ვინაიდან, ზოგიერთ ადამიანს უფრო მყარი მატრასი მოსწონს, ზოგიერთს კი – უფრო რბილი, TEMPUR-მა სხვადასხვა სახეობა შექმნა, რათა განსხვავებული გემოვნების მომხმარებელი დაეკმაყოფილებინა. მაგრამ, გარწმუნებთ, რომ ყრდნობის დონე არ იცვლება, მიუხედავად იმისა, რბილ მატრასს აირჩევთ თუ უფრო მყარს. რეკომენდებულია, რომ თქვენთვის საუკეთესო ვარიანტის შესარჩევად ჩვენს მაღაზიებში მოირგოთ მატრასები.