აღწერა
მატრასის დამცავების უმეტესობა გაძლევთ არჩევანს: ან თერმორეგულაცია, ან წყალგაუმტარი დაცვა. წყალგაუმტარი მემბრანის მქონე დამცავი იშვიათად ინარჩუნებს სუნთქადობას; თერმორეგულირებადი კი ჩვეულებრივ სითხეების ბარიერს არ წარმოადგენს. Velfont Alaska წარმოადგენს ამ ორი ხარისხის ერთ პროდუქტში შერწყმას.
Alaska-ს საძინებელი ზედაპირი დამზადებულია 100% Outlast® თერმორეგულირებადი ბამბისგან — იგივე NASA-ს ტექნოლოგია, რომელიც Velfont-ის Frost და Igloo პროდუქტებშია გამოყენებული. ბამბის ქსოვილში ჩანერგილი მიკრო-კაფსულები ღამის განმავლობაში სხეულის მიერ გამომუშავებლ სითბოზე უწყვეტად რეაგირებენ — ჭარბ სითბოს შთანთქავენ და ინახავენ, გაგრილებისას კი შენახულ სითბოს ათავისუფლებენ. ეს პროცესი ავტომატურად და უწყვეტად მეორდება, ქმნის მუდმივ, პერსონალიზებულ მიკროკლიმატს, რომელიც გადახურებასა და ოფლიანობას გამორიცხავს.
ამ Outlast® ზედა ფენის ქვეშ არის Velfont-ის Neotherm® – ის მემბრანა — სუნთქვადი, სრულად წყალგაუმტარი ბარიერი, რომელიც Alaska-ს დანარჩენი Velfont – ის თერმორეგულირებადი ასორტიმენტისგან განასხვავებს. Neotherm® არ აძლევს საშუალებას სითხეს, ოფლისა და ნებისმიერი სახის სხვა სისველეს რომ მატრასამდე მიაღწიოს.
ეს კომბინაცია Alaska-ს იდეალურ არჩევანად აქცევს მათთვის, ვისაც თერმორეგულაცია სჭირდება, მაგრამ ამავდროულად სურს რომ მატრასის დამცავი იყოს წყალგაუმტარი. დამცავი იდეალურად ერგება 40 სმ-მდე სიმაღლის მატრასებს, რაც Velfont-ის ასორტიმენტში ყველაზე დიდი სიმაღლის მოდელია.
Outlast®-ის ინარჩუენბს თერმორეგულირების ეფექტს მრავალი რეცხვის შემდეგაც კი. ირეცხება 40°C-მდე, არის დერმატოლოგიურად შემოწმებული და კანისთვის უსაფრთხოა.
ძირითადი მახასიათებლები:
- გარე ქსოვილი: 100% Outlast® თერმორეგულირებადი ბამბა
- შიგთავსი Neotherm® მემბრანა: სრულად წყალგაუმტარი და ჰიპერსუნთქვადი
- ქვედა ფენა: 100% ზებოლო-რბილი ბამბა
- Outlast® კაფსულები სხეულის სითბოს მთელი ღამე მართავს
- წყალგაუმტარი
- შესაფერისია ყველა ტიპის მატრასისთვის, მეხსიერების ქაფისა და ლატექსის ჩათვლით
- ერგება 200 სმ სიგრძისა და 40 სმ სიმაღლის მატრასებს
- დერმატოლოგიურად შემოწმებული და კანისთვის უსაფრთხო
- OEKO-TEX® სერტიფიცირებული
- Space Foundation-ის სერტიფიცირებული Outlast® ტექნოლოგია
- დამზადებულია ესპანეთში









