აღწერა
ეს უნიკალური და დაპატენტებული ბალიშის ფორმა საინტერესოა ორთოპედიის და პროფილაკტიკის თვალსაზრისით. ცენტრალური ჩაღრმავება და ოდნავ ამაღლებული კიდეები იდეალურად აფიქსირებს კისერს და თავს ზურგზე და მხარზე ძილის პროცესში. ბალიშის წინა, უმნიშვნელო დახრა საშუალებას იძლევა კომფორტულად მოვაქციოთ მხარი ბალიშის ქვეშ გვერდულად ძილის დროს, ხოლო ზურგზე დაძინებისას ბალიში მაქსიმალურად ებჯინება მხრებს და გამორიცხავს კისრის მალების ჩაზნექას. ასევე ამცირებს ხვრინვას ძილის დროს.
Tempur – ის მატერია უნიკალური თვისებებით ხასიათდება: ის მგრძნობიარეა და რეაგირებს თქვენი სხეულის ტემპერატურაზე – რბილი ხდება იქ, სადაც ყველაზე მეტად ეხება სხეულს და ზომიერად მყარი რჩება იქ, სადაც ნაკლებია სხეულის ზეწოლა. ეს ტექნოლოგია საშუალებას აძლევს თქვენს ხერხემალს, შეინარჩუნოს თავისი ბუნებრივი, ანატომიური ფორმა ძილის დროს, ამავე დროს მცირდება მათზე დატვირთვა, ეს კი ხელს უწყობს კუნთოვან ქსოვილს, მაქსიმალურად მოეშვას და დაისვენოს. განიჭებთ უწონადობის განცდას, რაც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ორგანიზმში.
ბალიში წარმოდგენილია სხვადასხვა სიმაღლეებში: 7, 8, 10, 11.5 სმ.
გარანტია – 3 წელი
დამზადებულია დანიაში
რას შეიცავს TEMPUR-ის მასალა და როგორ მუშაობს ის?
TEMPUR-ის მასალა მილიარდობით ვისკოელასტიური, სფერული ფორმის, ღია უჯრედისგან შედგება. უჯრედები რეაგირებენ თქვენი სხეულის ტემპერატურასა და წონაზე, შემდეგ კი გადაადგილდებიან და ხელახლა ლაგდებიან ისე, რომ თქვენი სხეულის კონტურებს მოერგონ. მასალა უფრო თბილ ადგილებში მეტად რბილდება (სადაც თქვენი სხეული ზედაპირთან ყველაზე მეტ შეხებაშია) და ინარჩუნებს სიმყარეს უფრო გრილ ადგილებში (სადაც სხეულის შეხება ნაკლებია). ეს ზეწოლის გადანაწილებას და ზეწოლის წერტილების მიერ შექმნილი დისკომფორტის შემცირებას იწვევს. მეორე მხრივ კი, თქვენ სისხლის მიმოქცევა გიუმჯობესდებათ, ხოლო ტრიალი და ბრუნვა ნაკლებია.
რატომ ღირს TEMPUR-ის ბალიშები ჩვეულებრივზე ძვირი?
მიუხედავად იმისა, რომ ჩვეულებრივ ბალიშებს „შეღავათიან“ ფასებში იხილავთ, შეძენამდე მაინც იმაზე უნდა დაფიქრდეთ, თუ რას უნდა გთავაზობდეთ ბალიში. პირველ რიგში, გაიაზრეთ, რამდენ ხანს ატარებთ ძილში. თქვენი თავი ბალიშზე ყოველღამე დაახლოებით რვა საათს, ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღის მესამედს ატარებს. ამდენხნიანი გამოყენებისას კი თქვენ ისეთი ბალიში გჭირდებათ, რომელსაც ხანგრძლივად გამოიყენებთ, ამავდროულად, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი თავისა და კისრის კარგ ყრდნობას, რათა მთელი ღამის მანძილზე სათანადოდ იყოს მორგებული. იაფფასიანი ჩვეულებრივი ბალიშები დიდხანს ვერ ძლებს, და ასევე, საეჭვოა, რომ ისინი ყრდნობის სათანადო დონესაც უზრუნველყოფდნენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ მათი მალ-მალე შესაცვლელად არამარტო მოგიწევთ ბევრი ფულის დახარჯვა – არამედ შექმნით გარემოსთვის მავნე ნარჩენებს, ამავდროულად საეჭვოა, რომ დროთა განმავლობაში ისინი კომფორტული და მყარიც აღარ იქნებიან. მეორე მხრივ, TEMPUR-ის ბალიშები გთავაზობთ მოწინავე დიზაინს, სხვადასხვა სტილისა და გემოვნებისთვის შესაბამისი ვარიანტებით. ისინი შექმნილია ხანგრძლივი გამოყენებისთვის, რისთვისაც TEMPUR-ის თითოეულ ბალიშს სამწლიანი გარანტია მოჰყვება. გარდა ამისა, TEMPUR-ის ბალიშები რეკომენდებულია NASA-ის მიერ. ამგვარად, უნდა ღირდეს თუ არა TEMPUR-ის ბალიშები ამდენი? შეიძლება, თავდაპირველად ჩვეულებრივ ბალიშზე ძვირი დაგიჯდეთ, თუმცა, TEMPUR-ის ბალიშები უფრო ხანგრძლივი, ხარისხიანი და გამძლეა პირველივე დღიდან, რაც დიდი ხნის განმავლობაში მოგცემთ საშუალებას, რომ ინვესტიცია თქვენს ხარისხიან ძილსა და კომფორტში ჩადოთ.
სად მზადდება TEMPUR-ის ბალიშები?
ჩვენ TEMPUR-ში ბალიშების წარმოება გარე კონტრაქტირებაზე არ გაგვაქვს. ეს საშუალებას გვაძლევს, დავიცვათ წარმოებისა და დიზაინის უმაღლესი სტანდარტები თითოეული იმ ბალიშისთვის, რომელსაც ვქმნით. TEMPUR-ის ყველა ბალიში დამზადებულია დანიაში.
რამდენ ხანს ძლებენ TEMPUR-ის ბალიშები?
TEMPUR-ის ბალიშების გამძლეობა გათვლილია ხანგრძლივ ვადაზე, შესაბამისად TEMPUR-ის ბალიშებისთვის ჩვენ სამწლიან გარანტიას ვიძლევით. ეს იმას ნიშნავს, რომ TEMPUR-ის ბალიშს ისევე კომფორტულად მოიხმართ 1095-ე დღეს, როგორც 1-ლ დღეს.
დაგეხმარებათ თუ არა TEMPUR-ის ბალიშები, როდესაც კისრის ტკივილი გაწუხებთ?
თუკი კისერი გაშეშებული/დაჭიმული გაქვთ ან გტკივათ, TEMPUR-ის ბალიშები შეიძლება დაგეხმაროთ ძილში წნევის მოხსნასა და ყრდნობაში. თუმცა, ვინაიდან TEMPUR-ის ბალიშები ზურგისა და კისრისთვის კომფორტის უზრუნველსაყოფადაა შექმნილი, რეკომენდებულია კვალიფიცირებულ სამედიცინო სპეციალისტთან კონსულტაციის გავლა, კისრის ტკივილის შესახებ რჩევების მისაღებად.