Sleep Gallery

საბნები

სწორად შერჩეული საბანი აუცილებელია მთელი ღამის განმავლობაში კომფორტისა და ღრმა ძილის შესანარჩუნებლად. Sleep Gallery-ში წარმოდგენილი საბნების კოლექცია დამზადებულია ისე, რომ უზრუნველყოს თქვენი სხეულის ოპტიმალური ტემპერატურა მშვიდი, კომფორტული ძილისთვის.

წარმოგიდგენთ ჩვენს საბნებს მათი შიგთავსის და სეზონურობის მიხედვით: ბუმბულის საბნები, ჰიპოალერგიული საბნები, ზამთრის საბნები ყველაზე ცივი თვეებისთვის, გაზაფხულის/შემოდგომის საბნებიგარდამავალი სეზონისთვის და საზაფხულო საბნები თბილი ღამეებისთვის.

 

სრული კოლექციის სანახავად გვესტუმრეთ შოურუმშივმუშაობთ ყოველდღე20+ სპეციალიზებული ბრენდი

ნაჩვენებია ყველა პროდუქტი (15)

ხშირად დასმული კითხვები

სად შევიძინო საბანი თბილისში?

Sleep Gallery-ის შოურუმში, ვაკეში, ირაკლი აბაშიძის ქუჩა 24-ში, ოთხი ევროპული მწარმოებლის — Dauny-ის, Hefel-ის, Traumina-სა და Falkenreck-ის — უმაღლესი ხარისხის საბნებს ნახავთ. მათ შორისაა ბატის ბუმბულის, TENCEL Lyocell-ის, სელის, ბამბუკისა და აქლემის ბეწვის საბნები, ასევე გერმანიაში ხელით შეკერილი ბუმბულის საბნები. საიტზე კოლექციის მხოლოდ ნაწილია წარმოდგენილი — შოურუმში მეტი სახის შიგთავსს, სითბოს კლასსა და ზომას იპოვით.

რით განსხვავდება 1-ლი, მე-2 და მე-3 სითბოს კლასის საბნები?

სითბოს კლასი საბნის სითბოს ევროპული სტანდარტია. 1-ლი კლასი (WK1) ყველაზე მსუბუქია — ის ზაფხულისთვის ან მათთვისაა, ვისაც თბილი ტემპერატურა აქვს საძინებელში და მინიმალური სითბო სჭირდება. მე-2 კლასი (WK2) გარდამავალი სეზონისთვისაა — გაზაფხულისა და შემოდგომისთვის, თუმცა თბილ საძინებელში მთელი წლის განმავლობაშიც შეიძლება იყოს გამოყენებული. მე-3 კლასი (WK3) ზამთრის სრულ სითბოს იძლევა — ცივი საძინებელი ოთახისთვის ან მათთვის, ვისაც ხშირად სცივა ძილის დროს. საიტზე წარმოდგენილია სხვადასხვა საბნები სითბოს მიხედვით: ზაფხულის საბნები (ყველაზე მსუბუქი), შემოდგომის/გაზაფხულის საბნები და ზამთრის საბნები.

რა არის TENCEL და რატომ იყენებს მას Hefel?

TENCEL™ Lyocell ხის მერქნისგან მიღებული ბუნებრივი ბოჭკოა, რომელსაც ავსტრიული კომპანია Lenzing AG აწარმოებს. მისი სტრუქტურა მილიონობით უწვრილესი ბოჭკოსგან შედგება: ის სხეულიდან ტენიანობას სწრაფად შთანთქავს და ჰაერში გამოყოფს, ამიტომ საწოლი მთელი ღამე მშრალი რჩება. ტენიანობის რეგულირებით TENCEL ბამბას სჯობს და ბუმბულს უტოლდება, ამასთან სრულიად ჰიპოალერგიულია და 40°C-ზე ირეცხება. Hefel-მა მსოფლიოში პირველი TENCEL-ის საბანი 1999 წელს შექმნა და დღეს TENCEL-ის საბნების წამყვანი მწარმოებელია მსოფლიოში.

ბატის ბუმბული სჯობს სინთეტიკურ ან მცენარეულ შიგთავსს?

ცალსახად უკეთესი არცერთი არ არის — თითოეული სხვადასხვა საჭიროებას პასუხობს. ბატის ბუმბული მსუბუქ წონასთან ერთად დიდ სითბოს იძლევა, სხეულს რბილად ეხვევა და ტემპერატურას ბუნებრივად არეგულირებს. ის მათთვისაა, ვისაც კლასიკური პრემიალური საბანი სურს და ბუმბულზე ალერგია არ აქვს. TENCEL Lyocell და მცენარეული შიგთავსი, მაგალითად სელი და ბამბუკი, ტენიანობას უკეთ არეგულირებს, სრულიად ჰიპოალერგიულია და, როგორც წესი, მისი სახლში რეცხვაც შეიძლება. აქლემის ბეწვი ზამთარში ძლიერ სითბოს იძლევა და კარგად სუნთქავს. სწორი არჩევანი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად გცხელათ ძილის დროს, გაქვთ თუ არა ალერგია და რომელი შიგთავსის შეგრძნებას ანიჭებთ უპირატესობას. საუკეთესო არჩევანისთვის გვეწვიეთ Sleep Gallery-ის შოურუმში.

რატომ აწარმოებს Dauny უმაღლესი ხარისხის საბნებს?

Dauny-ის საბნებს შვეიცარიაში, ფიშბახ-გესლიკონში, კომპანია Billerbeck Schweiz AG აწარმოებს. წარმოებაც და ხარისხის კონტროლიც მთლიანად შვეიცარიული სტანდარტებით ხდება, რომლებიც ჩვეულებრივ ევროპულ სერტიფიცირებაზე მკაცრია. ბუმბული ევროპული I კლასისაა, ზრდასრული ბატებისგან, და ჰიგიენის მკაცრი კონტროლით მუშავდება: ყოველ პარტიაში ლაბორატორიულად მოწმდება ბუმბულის მოცულობითი მაჩვენებელი (fill power), ცხიმის შემცველობა და ნარევის ხარისხი. შვეიცარიული ბატისტის ბამბის შალითა ბუმბულს არ ატარებს, სუნთქავს და შთანთქავს ტენიანობას. მას Nomite® სერტიფიკატი აქვს, რაც ადასტურებს, რომ საბანი ტკიპებზე ალერგიის მქონე მომხმარებლებისთვისაც გამოდგება. თითოეულ საბანს 5-წლიანი გარანტია აქვს.

ვერ არჩევთ?

გაიარეთ კონსულტაცია, სანამ შეიძენთ

ჩვენი შოურუმი ვაკეში, ირაკლი აბაშიძის ქ. 24-ში, ყოველდღე ღიაა. კონსულტანტები დაგეხმარებიან სწორი არჩევანის გაკეთებაში.

კალათა დახურვა