Sleep Gallery

ხელმისაწვდომობა: მარაგშია

Falkenreck Jade All Season საბანი

ბრენდი:

Price range: 2491,00 ₾ through 4344,00 ₾

Falkenreck Jade All Season: გერმანული ბატის ბუმბულის საბანი (fill power 700 cuin) თხელი ბატისტის შალითაში. დაბალანსებული სითბო მთელი წლის განმავლობაში.

  • უფასო მიწოდება თბილისის მასშტაბით 500 ლარიდან
  • გაიარეთ კონსულტაცია ჩვენ კონსულტანტთან: 596 14 99 77
  • შეგიძლიათ იხილოთ პროდუქცია ჩვენს შოურუმში თბილისის ცენტრში
  • Free delivery in Tbilisi from 500 lari
  • Consult with a sleep expert at 596 14 9977
  • You can see the products in our showroom in the center of Tbilisi
  • Бесплатная доставка по Тбилиси от 500 лари
  • Пройдите консультацию с нашим специалистом: 596 14 99 77
  • Можете посмотреть продукцию в нашем шоуруме в центре Тбилиси
მოგვწერეთ WhatsApp-ზე

აღწერა

ერთი საბანი მთელი წლისთვის

Jade All Season საშუალო სითბოს საბანია, რომელიც შეგიძლიათ მთელი წლის განმავლობაში გამოიყენოთ. ის გაგათბობთ ზამთრის ცივ ღამეებში, და ამავე დროს ის საკმარისად მსუბუქი და სუნთქვადია, ამიტომ გაზაფხულსა და შემოდგომაზე მის ქვეშ არ დაგცხებათ. ის ოპტიმალური ვარიანტია მათთვის, ვისაც სტაბილური ტემპერატურა აქვს საძინებელში და ერთი საბანი სურს წლის უმეტესი ნაწილისთვის.

100% თეთრი ბატის ბუმბული, 700 cuin

შიგთავსი 100% ახალი, სუფთა თეთრი ბატის ბუმბულია, I კლასის, ევროპული სტანდარტით DIN EN 12934. მისი ბუმბულის მოცულობითი მაჩვენებელი (fill power) 700 cuin-ია. ეს მაჩვენებელი გვიჩვენებს, რამდენად იშლება ბუმბული: რაც უფრო მაღალია, მით მეტ ჰაერს იკავებს და მით მეტ სითბოს იძლევა მცირე წონით. შედეგად, საბანი რბილი და ფუმფულაა, მაგრამ არა მძიმე.

კასეტური კონსტრუქცია

საბანი კასეტებად არის დაყოფილი (5×8-დან 9×8-მდე, ზომის მიხედვით). თითოეული კასეტა ბუმბულს ადგილზე აკავებს, ამიტომ ის ერთ მხარეს არ გროვდება და სითბო თანაბრად ნაწილდება თქვენს სხეულზე.

თხელი ბატისტის შალითა

შალითა თხელი ბუმბულის ბატისტისგანაა შეკერილი. ეს მჭიდრო ბამბის ქსოვილი ბუმბულს არ ატარებს, კარგად შთანთქავს ტენიანობას და სასიამოვნოა შეხებისას.

ზომები და შევსების წონა

155×220 სმ — 600 გ. 200×220 სმ — 840 გ. 240×220 სმ — 960 გ. მხოლოდ ქიმწმენდა.

Falkenreck — გერმანელი ბუმბულის სპეციალისტები

Falkenreck 40 წელზე მეტია გერმანიაში პრემიალურ ბუმბულის საბნებს ამზადებს. Jade ბრენდის Silver Edition-ის ხაზს ეკუთვნის. შეადარეთ ის ჩვენს სხვა საბნებს.

დამატებითი ინფორმაცია

ზომა

155 x 220, 200 x 220, 240 x 220

შიგთავსი

100% თეთრი ბატის ბუმბული, I კლასი

ბუმბულის მოცულობითი მაჩვენებელი (fill power)

700 cuin

გარე ქსოვილი

100% ბამბა, ბატისტი

სითბოს კლასი

ყველა სეზონისთვის

მოვლა

მხოლოდ ქიმწმენდა

წარმოების ქვეყანა

გერმანია

ვერ არჩევთ?

გაიარეთ კონსულტაცია, სანამ შეიძენთ

ჩვენი შოურუმი ვაკეში, ირაკლი აბაშიძის ქ. 24-ში, ყოველდღე ღიაა. კონსულტანტები დაგეხმარებიან სწორი არჩევანის გაკეთებაში.

Falkenreck Down Duvet View from top
თქვენ ათვალიერებთ: Falkenreck Jade All Season საბანი Price range: 2491,00 ₾ through 4344,00 ₾
არჩევის პარამეტრები
კალათა დახურვა