Sleep Gallery

საქართველოში პირველი პრემიალური ძილისა და აბაზანის მაღაზია

ჩვენ შესახებ · 2016 წლიდან

Sleep Gallery თბილისში 2016 წელს გაიხსნა, რათა საქართველოში მსოფლიში საუკეთესო მატრასები, ბალიშები, თეთრეული, საბნები, პირსახოცები და საწოლები შემოეტანა. დღეს ვაკეში ორი შოურუმი გვაქვს, სადაც ყველას შეუძლია მის პირად მოთხოვნილებებზე გათვლისი მატრასი, ბალიში და ტექსტილი შეიძინოს.

Sleep Gallery-ის შოურუმი თბილისში პრემიუმ მატრასებით

Sleep Gallery ციფრებში

მოკლედ

2016

გაიხსნა

„სლიფ გალერი“ (Sleep Gallery) არის პირველი შოურუმი საქართველოში, რომელიც ექსკლუზიურად პრემიუმ კლასის ძილის პროდუქციასა და საოჯახო ტექსტილზეა ორიენტირებული. 2026 წელს კომპანიამ სასტუმრო სექტორიდან პირველი მსხვილი შეკვეთა მიიღო, რამაც საფუძველი ჩაუყარა B2B მიმართულების აქტიურ და წარმატებულ განვითარებას.

350 მ²

შოურუმის ფართი

ბრენდის ორი შოურუმი თბილისში, ვაკის ცენტრალურ ნაწილში, გვერდიგვერდ არის წარმოდგენილი.

მისამართი: ირაკლი აბაშიძის ქ. №24, თბილი

20+

ბრენდი

ევროპისა და იაპონიის წამყვანი სპეციალიზებული მწარმოებლები, რომელთაგან ზოგიერთი საუკუნეზე მეტი ხნის ისტორიასა და ტრადიციებს ფლობს.

სავარძლები მწვანე კედლის ფონზე Sleep Gallery-ის შოურუმში

რატომ დავიწყეთ

ჩვენი ისტორია

კომპანიის შექმნის იდეა დამფუძნებლის პირად გამოცდილებას უკავშირდება, რომელიც საქართველოში უმაღლესი ხარისხის ძილის პროდუქციას მოძიებასამაოდ ცდილობდა. იმ პერიოდში ევროპული სტანდარტების პრემიუმ კლასის მატრასები, თეთრეული, პირსახოცები და საბნები ქართულ რეალობაში ხელმისაწვდომი არ იყო. არჩევანი ორ ალტერნატივას შორის უნდა გაკეთებულიყო: არსებულ შემოთავაზებებზე შეგუება ან საუკეთესო პროდუქციის საქართველოში თავად იმპორტირება.

ვარჩევთ საუკეთესოს

როგორ ვარჩევთ

შემოგვაქვს მხოლოდ ის პროდუქცია, რომელიც საუკეთესოა თავის კატეგორიაში. 

მხოლოდ სპეციალისტები

ვისთან ვმუშაობთ

 თითოეული ბრენდი ვიწრო პროფილის სპეციალისტია, რომელიც ათწლეულების, ზოგ შემთხვევაში კი საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, ექსკლუზიურად ერთი კატეგორიის პროდუქციას უმაღლეს დონეზე ქმნის.

მხოლოდ საუკეთესო

სად ვეძებთ

ყოველწლიურად ვსტუმრობთ ისეთ წამყვან საერთაშორისო გამოფენებს, როგორებიცაა Heimtextil ფრანკფურტში, Maison & Objet პარიზსადა IMM კიოლნში. ეს ვიზიტები გლობალური ინდუსტრიის უახლესი ტენდენციების ადგილზე გაცნობის შესაძლებლობას გვაძლევს.

მხოლოდ ჩვენთან

რას იღებთ

 „სლიფ გალერიში“ წარმოდგენილი თითქმის ყოველი ბრენდი ექსკლუზიურად არის ხელმისაწვდომი მხოლოდ ჩვენს შოურუმში.

ჩვენი ბრენდები

ჩვენი კოლექცია

მატრასები და საწოლები

მატრასები: TEMPUR®, Vispring, Schramm, Dorelan.
საწოლები: Vispring, Auping, Schramm, Poltrona Frau, Bolzan Letti.

თეთრეული

Frette, Graser, Christian Fischbacher, Society Limonta, Dea, Mirabel Slabbinck, Formesse.

პირსახოცები და აბაზანის ხალიჩები

Abyss & Habidecor, Uchino, Feiler, Weseta.

საბნები და ბალიშები

Traumina, Falkenreck, TEMPUR®, Technogel, Moosburger.

ორი შოურუმი გვერდიგვერდ

ჩვენი შოურუმი

ჩვენი ორი შოურუმი თბილისში, ვაკის ცენტრალურ ნაწილში, გვერდიგვერდ არის წარმოდგენილი, რაც მომხმარებელს პროდუქციის ფართო ასორტიმენტის კომფორტულად დათვალიერების შესაძლებლობას აძლევს.

მისამართი: ირაკლი აბაშიძის ქ. №24, თბილისი.

Sleep Gallery-ის შოურუმი თბილისში პრემიუმ მატრასებით

მატრასების, საწოლების და ბალიშების შოურუმი

ჩვენს შოურუმში წარმოდგენილია მატრასების, საწოლებისა და ბალიშების ექსკლუზიური ასორტიმენტი.

მომხმარებლებს ვთავაზობთ სრულ თავისუფლებას, რათა გამოსცადონ შოურუმში წარმოდგენილი მატრასებისა და ბალიშების სრული ასორტიმენტი, და შეარჩიონ მოდელი, რომელიც იდეალურად შეესაბამება მათ ანატომიურ თავისებურებებსა და ძილის ინდივიდუალურ ჩვევებს.

პირსახოცები და ხალათები Sleep Gallery-ის შოურუმში

ტექსტილის შოურუმი

პირსახოცების, ხალათების, თეთრეულის, საბნებისა და პლედების მრავალფეროვანი არჩევანი. ჩვენი გამოცდილი კონსულტანტები მზად არიან დაგეხმარონ თქვენთვის სასურველი პროდუქციის შერჩევაში.

ხშირად დასმული კითხვები

კითხვები და პასუხები

თბილისი, ვაკე, ირაკლი აბაშიძის ქ. 24. ჩვენი ორი შოურუმი ერთმანეთის გვერდითაა.

ორშაბათი–პარასკევი: 10:30–20:00, შაბათი–კვირა: 11:00–20:00.

დიახ. ჩვენთან წარმოდგენილი ნებისმიერი მატრასი ან ბალიში შეგიძლიათ გატესტოთ სახლში, სანამ შეიძენთ.

დიახ, ვაწვდით მთელ საქართველოში. დეტალები იხილეთ მიწოდების წესებში.

დიახ. სასტუმროებს ვთავაზობთ იტალიურ თეთრეულს, პირსახოცებს, მატრასებს, ბალიშებს და საბნებს. იხილეთ ჩვენი კოლექციები სასტუმროებისთვის.

გვეწვიეთ შოურუმში

გვეწვიეთ

„სლიფ გალერის“ დამფუძნებლები გუნდთან ერთად აქტიურად არიან ჩართულნი შოურუმის ყოველდღიურ საქმიანობაში. ჩვენთან სტუმრობისას თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა, კონსულტაცია გაიაროთ უშუალოდ იმ ადამიანებთან, რომლებიც თითქმის ორი ათწლეულია პრემიუმ კლასის ძილის ინდუსტრიაში მოღვაწეობენ.

Sleep Gallery-ის შოურუმის ვიტრინები, ირაკლი აბაშიძის ქ. 24, ვაკე, თბილისი

მისამართი: თბილისი, ვაკე, ირაკლი აბაშიძის ქ. 24
ტელეფონი / WhatsApp: 596 14 99 77, 596 14 77 99
ელფოსტა: showroom@sleepgallery.ge

ორშაბათი–პარასკევი: 10:30–20:00
შაბათი–კვირა: 11:00–20:00

კალათა დახურვა