აღწერა
ეს კლასიკური ფორმის ბალიში დამზადებულია „კონვერტის“ პრინციპით. მისი ორივე მხარე დაფარულია TEMPUR® – ის ყველაზე ნაზი მასალით, რომლის შიგნითაც მოთავსებულია კიდევ ათასობით TEMPUR® – ის „მიკრობალიში“. ის მარტივად იცვლის ფორმას და ერგება თქვენი ძილის პოზებს. ბალიში არის რბილი და რეკომენდირებულია ძილის ყველა პოზისათვის.
TEMPUR® – ის მასალა, რისგანაც არის დამზადებული ეს ბალიში, არის უნიკალური, ვისკოელასტიური მასალა (Memory Foam), რომელიც შეიცავს უჯრედების ღია და ნახევრად ღია სტრუქტურას და აქვს ზეწოლის შთანთქმის უნიკალური თვისება. უჯრედები რეაგირებენ ტემპერატურასა და სხეულის წონაზე: ბალიში ხდება რბილი, იცვლის ფორმას და ამგვარად სრულად ადაპტირდება სხეულის კონტურებზე. შესაბამისად, ის უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს.
სერტიფიცირებულია OEKO-TEX® MADE IN GREEN, რაც იმას ნიშნავს რომ პროდუქცია დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, უსაფრთხო და სოციალურად პასუხუსმგებელი სამუშაო პირობებში.
გარანტია – 3 წელი. დამზადებულია დანიაში.
გაიგეთ მეტი TEMPUR®-ის შესახებ → https://www.tempur.com












