იტალიური ტექსტილი სასტუმროებისთვის, ინდივიდუალურად მორგებული
საწოლის თეთრეული, პირსახოცები, ხალათები და სუფრის ტექსტილი იტალიის ერთ-ერთი უძველესი ტექსტილის მწარმოებლისგან. სასტუმროს ყოველი შეკვეთა ინდივიდუალურად მზადდება, ამიტომ საიტზე ფიქსირებულ ფასებს არ ვუთითებთ. ეწვიეთ ჩვენს შოურუმს, ნახეთ ნიმუშები, ჩვენი კონსულტანტი კი არჩევანში დაგეხმარებათ.
Rivolta Carmignani-ის შესახებ
Rivolta Carmignani 1867 წელს დაარსებული იტალიური ტექსტილის მწარმოებელია. 150 წელზე მეტია, ქმნის საწოლის, აბაზანისა და სუფრის ტექსტილს პრემიალური სასტუმროებისთვის, რესტორნებისა და სახლებისთვის.
კომპანია ჟაკარდის ქსოვილებს საკუთარ ფაბრიკაში, მილანთან ახლოს მდებარე მაკერიოში ქსოვს. ეს საშუალებას აძლევს, შექმნას ინდივიდუალური ნახატები და სასტუმროს ლოგო პირდაპირ ქსოვილში ჩააქსოვოს. დღეს ბრენდის ტექსტილი 90-ზე მეტ ქვეყანაში გამოიყენება.
დაარსდა იტალიაში
ქვეყანა, სადაც ბრენდის ტექსტილი გამოიყენება
ჟაკარდის ქსოვილები საკუთარი ფაბრიკიდან
კოლექციები სასტუმროებისთვის
იხილეთ ბრენდის კატალოგები. ნებისმიერი ნაწარმის პერსონალიზაცია შესაძლებელია თქვენი სასტუმროსთვის.
საწოლის თეთრეული
- ბამბის პერკალი და სატინი, 200-დან 600-მდე ძაფის სიმკვრივით (thread count)
- სუფთა სელის ზეწრები და ბალიშის პირები
- გადასაფარებლები, პლედები და ხალიჩები
აბაზანის ტექსტილი
- პირსახოცები 400-დან 720 გ/მ²-მდე, მათ შორის GOTS სერტიფიცირებული ორგანული ბამბისგან
- ხალათები: შალისებრი საყელოთი, კიმონო და კაპიუშონიანი
- აბაზანის ხალიჩები და აუზის პირსახოცები
სუფრის ტექსტილი
- სუფრები და ხელსახოცები სასტუმროს რესტორნებისთვის
- ბამბა, სუფთა სელი და სელისა და ბამბის ნაზავი
- რესტორნის სახელი ან ლოგო, ჩაქსოვილი ქსოვილში
ფასი თქვენს შეკვეთაზეა დამოკიდებული
სტანდარტული ნაწარმი
Minimum order – ის გარეშე. თეთრი ფერი და რამდენიმე ფერადი ვარიანტი. შესაძლებელია ლოგოს, ნაქარგის ან ფერადი არშიის დამატება.
ინდივიდუალური ჟაკარდი
თქვენი ლოგო ან ნახატი ქსოვილშია ჩაქსოვილი და იტალიაში მზადდება სპეციალურად თქვენი სასტუმროსთვის. არასტანდარტული შეკვეთებისთვის მოქმედებს Minimum order – ი.
ინდივიდუალური შეთავაზება
ფასი დამოკიდებულია ქსოვილზე, ზომასა და პერსონალიზაციაზე. მოგიმზადებთ თქვენს სასტუმროზე მორგებულ შეთავაზებას მოკლე დროში.
როგორ ავირჩიოთ
1. ეწვიეთ შოურუმს
ნახეთ და შეეხეთ ქსოვილის ნიმუშებს: თბილისი, ვაკე, ირაკლი აბაშიძის ქ. 24.
2. აირჩიეთ კონსულტანტთან ერთად
დაგეხმარებით ქსოვილის, ფერისა და პერსონალიზაციის შერჩევაში თქვენი ნომრებისთვის.
3. მიიღეთ შეთავაზება
ფასი თქვენი რაოდენობის, ზომებისა და ქსოვილის გათვალისწინებით
4. მიწოდება
დროული დამზადება და მიწოდება თქვენს სასტუმრომდე საქართველოს ნებისმიერ რეგიონში.
ვერ ახერხებთ შოურუმში მოსვლას? დაგვიკავშირდით, შეგვატყობინეთ ნომრების რაოდენობა და შეთავაზებას მოგიმზადებთ უმოკლეს დროში.
Rivolta Carmignani-ის ტექსტილს მსოფლიოს წამყვანი სასტუმროები ენდობიან
სასტუმროები, რომლებიც Rivolta Carmignani-ის მომხმარებლები არიან.
სასტუმროები საქართველოში, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობენ
Blue Fox, MICHELIN-ის გიდში შესული ბუტიკ-სასტუმრო ძველ თბილისში, Sleep Gallery-სთან თანამშრომლობს.
ხშირად დასმული კითხვები
სტანდარტულ შეკვეთაზე მინიმალური შეკვეთა არ არსებობს. ინდივიდუალურ ჟაკარდის ნაწარმზე, ქსოვილში ჩაქსოვილი ლოგოთი ან ნახატით, minimum order value მოქმედებს.
დიახ. ლოგო შეიძლება ამოიქარგოს, როგორც სტანდარტულ შეკვეთაზე, ასევე ინდივიდუალური ჟაკარდის შეკვეთებისას.
დიახ. ჩვენს შოურუმში (თბილისი, ვაკე, ირაკლი აბაშიძის ქ. 24) მრავალი ნიმუშია წარმოდგენილი. კონსულტანტი დაგეხმარებათ არჩევანის გაკეთებაში.
სასტუმროს ყოველი შეკვეთა განსხვავებულია: ფასზე გავლენას ახდენს ქსოვილის ტიპი, ზომა, ფერი და პერსონალიზაცია. ყოველი სასტუმროსთვის ინდივიდუალურ შეთავაზებას ვამზადებთ.
დიახ. შეგიძლიათ შეუკვეთოთ კოლექციის ნებისმიერი ნაწილი: საწოლის, აბაზანის ან სუფრის ტექსტილი.
დაგვიკავშირდით ან ეწვიეთ ჩვენს შოურუმს
გვითხარით, რამდენი ნომერი გაქვთ და რა პროდუქცია გჭირდებათ. დაგეხმარებით არჩევანში და შეთავაზებას მოგიმზადებთ.
ტელეფონი / WhatsApp: 596 14 99 77, 596 14 77 99
ელფოსტა: showroom@sleepgallery.ge
შოურუმი: თბილისი, ვაკე, ირაკლი აბაშიძის ქ. 24
ორშაბათი–პარასკევი: 10:30–20:00
შაბათი–კვირა: 11:00–20:00







