აღწერა
ზრდის 4 ფაზა – საყრდენის 4 ზონა
კვლევებისა და მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგ Dorelan – მა შექმნა ინოვაციური მატრასი Flip პატარა ბავშვების კომფორტული დასვენებისთვის. Flip – ის თვისებები ადაპტირდება ბავშვის ზრდის ოთხ ფაზასთან, მატრასი უზრუნველყოფს ზურგის სწორ პოზიციას ძილის დროს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მზარდი ორგანიზმისთვის.
საჭირო შედეგის მისაღებად საკმარისია Flip გადააბრუნოთ ერთი მხრიდან მეორეზე ან შემოატრიალოთ წრიულად, “თავისა” და “ფეხების” ნაწილის ადგილის შეცვლით. მატრასის დამზადებისას ჩვენ ვითვალისწინებდით სხვადასხვა სიმაღლის და ანატომიური ზონის პროპორციებს, ამიტომ ზუსტად სხეულის ფორმა გვიკარნახებს როდისაა საჭირო მატრასის მდგომარეობის შეცვლა.
მატრასი შედგება სამი ნაწილისგან:
Myform Air მასალა გახდება აღმოჩენა მათთვის ვისაც უყვარს სიგრილე ძილის დროს, ასევე გამოდგება წლის ყველაზე ცხელ თვეებში. მასში დატანილია მრავლობითი არხები, რომელიც ხელს უწყობს ჰაერის საუკეთესო ცირკულაციას.
Myform Extension ელასტიური მსუნთქავი მასალა რომელიც უზრუნველყოფს საუკეთესო ყრდნობას. ის სანდოა, ხანგრძლივად მოქმედია, უძლებს დატვირთვას.
შალითა Prime ჰაერის გამტარიანობით და ჰიგიენობის მაღალი დონით. დამუშავდა ლავანდის და ევკალიპტის ბაზაზე დამზადებული ბუნებრივი საშუალებებით, რაც ხელს უშლის ტკიპების გამრავლებას და ხელს უწყობს შალითას ჰიგიენურობის მაღალ დონეს.
ყველა მატრასზე Dorelan ვრცელდება 5 წლიანი გარანტია დამზადებულია იტალიაში.