აღწერა
იაპონური ტექსტილის მწარმოებლის პირსახოცი Uchino CL Zero Twist მზადდება პრემიუმ კლასის გრძელბოჭკოვანი ბამბისგან, ამიტომ ნაწარმი კარგად აერთიანებს ტენიანობის შეწოვის უნარს და შეუდარებელ სირბილეს. პირსახოცების მრავალ მოდელში გამოიყენება ხაოიანი ბოჭკოების მოცულობის შექმნის ტექნოლოგია გადაგრეხილი ბოჭკოებისგან, თუმცა Uchino-სგან მოწოდებული Zero Twist -ის საავტორო მოდელში ბოჭკოს გადაგრეხვა თითქმის არ ხდება.
Zero Twist პირსახოცებში გამოყენებული ბამბა, ზედმიწევნით მზადდება და გადის დავარცხნის დამატებით ეტაპს ღინღლის მცირე ნაწილაკების მოსაშორებლად. შედეგად მიიღება დიდებული პირსახოცი ღინღლის მინიმალური შემცველობით.
შემადგენლობა: 97% ბამბა, 3% პოლიესთერი
დამზადებულია იაპონიაში