ბალიშები
ბალიშები მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ ძილის დროს სწორი პოზისა და საერთო კომფორტის შენარჩუნებაში. Sleep Gallery-ში ჩვენი ბალიშების კოლექცია მოიცავს როგორც ბუმბულის, ასევე მეხსიერების ქაფის და გამაგრილებელ ბალიშებს. ყოველი ჩვენი ბალიში შექმნილია ძილის დროს თავისა და კისრის სწორ პოზიციაში მოსაქცევად, ხერხემლის ჯანსაღი განლაგების ხელშეწყობისა და ძილის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
ასევე, ჩვენ გთავაზობთ ბალიშის თქვენი სახლის პირობებში გამოცდის სერვისს – იძინეთ ბალიშზე 3-4 ღამე და შემდეგ გადაწყვიტეთ, გსურთ თუ არა მისი შეძენა.
Showing all 16 results
-
Tempur ErgoPlus SmartCool ბალიში
Price range: 365,00 ₾ through 484,00 ₾ -
Tempur Original SmartCool ორთოპედიული ბალიში
Price range: 332,00 ₾ through 482,00 ₾ -
Tempur Symphony SmartCool ორთოპედიული ბალიში
Price range: 415,00 ₾ through 482,00 ₾ -
Traumina Exclusive Daune ბუმბულის ბალიში
Price range: 907,00 ₾ through 1632,00 ₾ -
Traumina Kuschel Mich პოლიესტერის ბალიში
Price range: 425,00 ₾ through 610,00 ₾ -
Viscofresh Max Outlast ბალიში
Price range: 450,00 ₾ through 483,00 ₾
როგორ ავირჩიოთ ბალიში
ბალიშის არჩევა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ძილის პოზიცია, სხეულის აღნაგობა, მხრების სიფართე, მატრასის სიმკვრივე და ტემპერატურის პრეფერენციები – ყველაფერი ეს მნიშვნელოვან როლს ასრულებს და უნდა იქნეს გათვალისწინებული ბალიშის შერჩევის პროცესში.
ბალიშმა უნდა უზრუნველყოს კისრის მალების ბუნებრივი განლაგება. თუ ბალიში ძალიან მაღალი ან ძალიან დაბალია, ეს გამოიწვევს კუნთების დაძაბულობა კისრისა და მხრებისა არეში. არასწორმა ბალიშმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს მოუსვენარი ძილი და ღამით უფრო ხშირიგაღვიძება.
გვერდზე ძილისთვის ბალიშის შესარჩევად უნდა გავითვალისწინოთ ბალიშის სიმაღლის შეფარდება მხრებთან მიმართებაში. ანუ ბალიშმა უნდა შეავსოს სივრცე მატრასსა და თავს შორის ისე რომ კისრის მალების სწორი განლაგება არ დაირღვეს.
ზურგზე ძილის შემთხვევაში ბალიში უნდა მოერგოს კისრის ლორდოზს (ანუ რკალს რომელსაც ქმნიან კისრის მალები).
მუცელზე ძილი საკმაოდ ტრავმატულია კისრისა და წელის ზონებისთვის, და შესაბამისად, არ არის რეკომენდირებული. კისრისა და წელის ნაკლებად ტრავმირებისთვის სასურველია შეარჩიოთ მაქსიმალურად რბილი და დაბალი ბალიში ან იძინოთ უბალიშოდ.
Sleep Gallery-ში თქვენ შეგიძლიათ გამოსცადოთ სხვადასხვა ფორმის, სიმაღლის და შემავსებლისბალიშები, რათა იპოვოთ თქვენთვის იდეალური მოდელი. ამაში თქვენ დაგეხმარებათ Sleep Gallery -ში დამკვიდრებული უნიკალური ბალიშის ტესტის სერვისი. თქვენ შეგიძლიათ გატესტოთ შერჩეული ბალიში თქვენთვის მაქსიმალურად კომფორტულ და ბუნებრივ პირობებში – თქვენს სახლში და თქვენს მატრასზე.
ბალიშების ნაირსახეობა Sleep Gallery – ში
Tempur – ის ბალიშები
NASA – ს მიერ შექმნილი, უნიკალური თვისებების მქონე Tempur- ის ბალიშები, 1993 წლიდან გახლავთ წარმოდგენილი მსოფლიოში როგორც უმაღლესი ხარისხის ძილის პროდუქცია. პროდუქცია დღემდე უდიდესი პოპულარობით სარგებლობს, განსაკუთრებით სამედიცინო მიმართულებით.
Tempur-ის ბალიშების უპირატესობები:
1. ერგონომიული და კლასიკური ფორმის ბალიშების ფართო არჩევანი.
2. ბალიშები წარმოდგენილია სხვადასხვა სიმაღლით, 1,5 სმ. ინტერვალით რათა იპოვოთ ფორმით და ზომით თქვენზე იდეალურად მორგებული მოდელი.
3. ბალიში არ ახდენს სახეზე ზეწოლას და არ ტოვებს ანაბეჭდებს.
4. ამცირებს ტკივილს კისრის არეში
5. ამცირებს ხვრინვას
6. არის ანტიალერგიული
Tempur-ის მასალა გახლავთ მსოფლიოში პირველი ქაფმასალა. მისი დამზადების ტექნოლოგია წარმოადგენს კომპანიის ინტელექტუალურ საკუთრებას და არ არის გასაჯაროებული. TEMPUR – ის ბალიშების ფართო პოპულარობამ განაპირობა სხვა კომპანიების მიერ მათი კოპირების მცდელობა და სხვადასხვა ხარისხის ქაფის ბალიშების მომრავლება.
TEMPUR-ის ბალიშები გახლავთ ყველაზე დახვეწილი ქაფმასალით დამზადებული ბალიშები, შესაბამისად უფრო ხარისხის ფუნქციონალური, და ბევრი ადამიანისთვის ისინი კომფორტისა და დასვენებისთვის ღირებულ გრძელვადიან ინვესტიციას წარმოადგენენ.
ბუმბულის ბალიშები – Traumina & Falkenreck
Traumina გახლავთ გერმანული პრემიუმ კლასის ბრენდი 100 წლიანი გამოცდილებით უმაღლესი ხარისხის ძილის პროდუქციის წარმოებაში. კომპანია დაარსებულია 1921 წელს და გვთავაზობს საბნებს, ბალიშებს და მატრასის ტოპერებს (თხელ მატრასებს) როგორც ნატურალური ასევე ხელოვნური შემავსებლებით.
ბალიშები Traumina-ს ერთ-ერთი მთავარი სიამაყეა! ტრაუმინა გვთავაზობს როგორც კლასიკურ ბუმბულის ბალიშებს გამოხატული სინაზითა და ჩაფლობის ეფექტით, ასევე ბუმბულის უფრო მყარ და ერგონომიულ მრავალშრიან ბალიშებს რომლებიც უკეთეს საყრდენს უზრუნველყოფს თავისა და კისრის მალებისთვის.
მათ, ვინც თავს არიდებს ბუნებრივ შემავსებლებს, შეუძლიათ არჩევანი შეაჩერონ ანტიალერგიულ შემავსებლებზე რომლებიც ასევე წარმოდგენილია როგორც კლასიკური ასევე მრავალშრიანი შესრულებით.
Traumina ბალიშების უპირატესობები:
1. უმაღლესი ხარისხის ეგვიპტურის ბამბისგან დამზადებული სატინისა და ბატისტის შალითები
2. უმაღლესი ხარისხის ბუნებრივი და ხელოვნური შემავსებლები
3. Grade I სერტიფიცირებული ბუმბული — Traumina-ს ბუმბულის ბალიშებში გამოყენებულია DIN EN 12934 I კლასის სერტიფიცირებული ბატის ბუმბული. ეს გახლავთ ბუმბულის უმაღლესი ევროპულიკლასიფიკაცია.
4. ბალიშები წარმოდგენილია ღინღლისა და ბუმბულის სხვადასხვა თანაფარდობით რაც გვაძლევს მეტ მრავალფეროვნებას და არჩევანს სიმკვრივისა და სიმაღლის მხრივ.
5. TRANCO®Balance — Traumina-ს ხელოვნური შემავსებელი განიჭებთ ბუმბულის მსგავს შეგრძნებას, არის ჰიპოალერგიული და ექვემდებარება რეცხვას სარეცხ მანქანაში.
6. მზადდება გერმანიაში 1921 წლიდან — ყველა ბალიში ხელით იწარმოება Traumina-ს ქარხანაში, ქალაქ რენხენში.
Falkenreck
Falkenreck-ი გახლავთ გერმანული პრემიუმ კლასის ბრენდი რომელიც 1970 წლიდან სპეციალიზირებულია უმაღლესი ხარისხის მხოლოდ ბუმბულის საბნებისა და ბალიშების წარმოებაში და ცნობილია ხარისხისადმი უკომპრომისო მიდგომით. Falkenreck-ის პროდუქცია ხელნაკეთია და გამოირჩევა შეუდარებელი სინაზითა და სიფაფუკით.
Falkenreck-ი გვთავაზობს როგორც ბუმბულის ბალიშებს გამოხატული სინაზითა და ჩაფლობის ეფექტით, ასევე უფრო მყარ და ერგონომიულ მრავალშრიან ბალიშებს რომლებიც უკეთეს საყრდენს უზრუნველყოფს თავისა და კისრის მალებისთვის.
1. Grade I სერტიფიცირებული ბუმბული — ბალიშებში გამოყენებულია DIN EN 12934 I კლასის სერტიფიცირებული ბატის ბუმბული. ეს გახლავთ ბუმბულის უმაღლესი ევროპულიკლასიფიკაცია.
2. ბალიშები წარმოდგენილია ღინღლისა და ბუმბულის სხვადასხვა თანაფარდობით რაც გვაძლევს მეტ მრავალფეროვნებას და არჩევანს სიმკვრივისა და სიმაღლის მხრივ.
3. მზადდება გერმანიაში 1970 წლიდან — Falkenreck – ის საოჯახო მანუფაქტურაში.
Technogel-ის ბალიშები
Technogel-ის გელი იტალიაში შემუშავდა და თავდაპირველად მედიცინაში გამოიყენებოდა, მოგვიანებით კი Technogel-მა ძილის სამყაროში დაიმკვიდრა თავი. Technogel – ი ბალიშებსა და მატრასებს ამზადებს, რომლებიც ამცირებენ უკუზეწოლას სხეულზე და სასიამოვნო სიგრილის შეგრძნებას განიჭებთ.
Technogel ბალიშების უპირატესობებია:
1. დაპატენტებული 3D გელის ტექნოლოგია — ბალიშის ზედაპირული ფენა დამზადებულიაTechnogel®-ისგან — სამედიცინო ხარისხის პოლიურეთანის გელისგან, რომელიც ერთდროულად სამ განზომილებაში დეფორმირდება. ის ზუსტად ერგება თქვენი თავისა და კისრის ფორმას.
2. კლინიკურად დამტკიცებულია, რომ აუმჯობესებს ძილს — დამოუკიდებელი კლინიკური კვლევები აჩვენებს, რომ Technogel® ეხმარება ადამიანებს 33%-ით უფრო სწრაფად ჩაძინებაში და სტანდარტულ ბალიშებთან შედარებით 45%-მდე ახანგრძლივებს ღრმა, აღმდგენი ძილს ხანგრძლივობას. ეს არის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევები და არა კომპანიის შიდა კვლევა.
3. აქტიურად შთანთქავს სითბოს — გელს აქვს მაღალი თბოგამტარობა — ის აქტიურად შთანთქავს სითბოს თავის და კისრის არედან. გელის ფენის შიდა სტრუქტურა ხელს უწყობს ჰაერგამტარიანობას. შედეგად, ბალიშის ზედაპირი გრილი რჩება მთელი ღამის განმავლობაში.
4. ზეწოლის თანაბარი განაწილება ბალიშზე — გელი თანაბრად ანაწილებს თავის წონას ბალიშის მთლიან ზედაპირზე, გამორიცხავს ზეწოლის კონცენტრაციას კონკრეტულ წერტილებში. ეს ამცირებს კუნთების დაძაბულობას კისერსა და მხრებში და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ძილის დროს.
5. გელისა და მეხსიერების ქაფის კომბინაცია — გელის ფენის ქვეშ მოთავსებულია მაღალი სიმკვრივის ვისკოელასტიური მეხსიერების ქაფი, რომელიც უზრუნველყოფს საყრდენს. ორი მასალა ერთად მუშაობს — გელი არეგულირებს ტემპერატურას და ზუსტად ერგება თქვენს სხეულს, ქაფი კი უზრუნველყოფს სწორ საყრდენს და ხერხემლის სწორ განლაგებას.
6. ჰიპოალერგიული — Technogel® არის სრულიად არატოქსიკური და უსაფრთხო მასალა, რომელიც გამოიყენება მედიცინაში. ის არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს და არის ჰიპოალერგიული.
7. HyCare®-ის ანტიბაქტერიული შალითა —შალითა დამზადებულია ანტიბაქტერიული ტექსტილისგან, რომელიც არის რბილი, სუნთქვადი და ირეცხება სარეცხ მანქანაში— რაც უზრუნველყოფს სუფთა ძილის გარემოს.
8. ბევრ ჩვეულებრივ გელის ბალიშთან შედარებით, Technogel-ის პროდუქტები ხშირად უფრო მკვრივია, უკეთეს კისრის საყრდენს უზრუნველყოფს და მთელი ღამის განმავლობაში ინარჩუნებს სტაბილურად გრილ ტემპერატურას.
მათთვის, ვისაც ხშირად სცხელა ძილის დროს, ან ვისაც სურს ერგონომიული და ჰიპოალერგიული ბალიში, Sleep Gallery – ში წარმოდგენილია Technogel-ის ბალიშების ფართო არჩევანი.
კისრის გასწორება, ღრმა და აღმდგენი ძილი
ძილის დროს სხეული ყველაზე მეტად ისვენებს მაშინ, როდესაც კუნთები სრულად მოდუნებულია. ძილის დროს კისრის სწორი პოზიცია ხელს უწყობს ხერხემლის, მხრებისა და სახის კუნთების დაძაბულობის შემცირებას.
სწორად შერჩეულ ბალიშზე თქვენ გაგიადვილდებათ სუნთქვა, ნაკლებად იმოძრავებთ ძლის დროს, და უფრო მეტ დროს გაატარებთ ღრმა ძილის ფაზაში.
Tempur, Technogel, Traumina და Falkenreck სხვადასხვა ფორმის და შიგთავსის ბალიშებს ამზადებენ,თუმცა, თუ ბალიში სწორად იქნა შერჩეული, ჩვენთან წარმოდგენილ ყველა ბალიშს შეუძლია თავისებურად გააჯანსაღოს თქვენი ძილი.
რატომ უნდა შეიძინოთ Sleep Gallery-ში?
Sleep Gallery არის ძილის პროდუქციის პრემიალური შოურუმი მათთვის, ვინც აფასებს ხარისხიან ძილს და დასვენებას.
რატომ გვირჩევენ მომხმარებლები:
- მხოლოდ პრემიალური საერთაშორისო ბრენდები
- მცოდნე და გამოცდილი გუნდი
- ჩვენი ბალიშების სახლში “გატესტვის” საშუალება
ბალიშების სახლში საცდელი გამოყენების შესაძლებლობა
ჩვენ გვესმის, რომ თქვენთვის იდეალური ბალიშის შესარჩევად, უმჯობესია, რომ ბალიში სახლში გამოსცადოთ.
სწორედ ამიტომ გთავაზობთ ბალიშის სახლში “გატესტვის” საშუალებას. თქვენ იხდით დეპოზიტს, სახლში მიგაქვთ სპეციალური სატესტო ბალიში და გძინავთ მასზე რამოდენიმე ღამე. თუ ის მოგეწონებათ, აბრუნებთ სატესტო ბალიშს და მის ნაცვლად მიგაქვთ იდენტური, სრულიად ახალი ბალიში.
ამგვარად, თქვენ დარწმუნებული იქნებით რომ ნამდვილად სწორი არჩევანი გააკეთეთ.
ხშირად დასმული კითხვები
რომელია საუკეთესო ბალიში, თუ კი კისრის ტკივილი მაწუხებს?
როგორც წესი, ეს არის ბალიში, რომელიც ინარჩუნებს კისრის და ხერხემლის სწორ განლაგებას ძილის დროს. Tempur და Technogel კისრის ერგონომიული ბალიშები პოპულარული ვარიანტებია.
ბუმბულის ბალიშები კარგია გვერდზე მძინარეებისთვის?
ზოგიერთი მოდელი, განსაკუთრებით მაღალი სიმაღლით, შესაფერისია გვერდზე მძინარეებისთვის. გვერდზე მძინარეებს, როგორც წესი, საკმარისი სიმაღლე სჭირდებათ მხრებს და თავს შორის არსებული სივრცის შესავსებად.
რატომ არის პრემიალური ბალიში სტანდარტულზე უფრო ძვირი?
მაღალი ხარისხის მასალები, უმაღლესი ხარისხის კონსტრუქცია, ხანგრძლივი მომსახურების ვადა და უკეთესი ძილი ხშირად ამართლებს მაღალ ფასს გრძელვადიან პერსპექტივაში.
რა სიხშირით უნდა შეცვალოთ ბალიში?
ეს ბალიშზეა დამოკიდებული. ჩვენი ბალიშები ხშირად უფრო დიდხანს ძლებს, ვიდრე სტანდარტული ბალიშები, იმ პირობით, რომ მათ სათანადოდ მოუვლით.
ეწვიეთ Sleep Gallery-ს თბილისში
თუ თქვენ ეძებთ საუკეთესო ორთოპედიულ ბალიშებს თბილისში, ეწვიეთ Sleep Gallery-ს, რათა პირადად გაეცნოთ Tempur-ის, Technogel-ის, Traumina-ს და Falkenreck-ის კოლექციებს.































