აღწერა
შემადგენლობა
შემადგენლობა: 97% გრძელბოჭკოვანი ბამბის ძაფი, 3% ელასტანი, მაღალი ხარისხის გამომწვარი ნართი, დამუშავებული ალოე ვერათი და არგანის ზეთით.
არ იჭმუჭნება
იმ შემთხვევაშიც კი თუ ძილში ბევრს მოძრაობთ, ჩვენი ზეწრები იმედგაცრუებულს არ დაგტოვებენ. ისინი არ სრიალებენ, არ იჭმუჭნებიან და რჩება თავის ადგილზე შემდეგ დილასაც კი. არ ჭირდება დაუთოება!
იდეალურად ერგება მატრასს
ელასტანის მცირე რაოდენობა იდეალური დანამატია მაღალხარისხიან ტრიკოტაჟზე. უბრალოდ წარმოიდგინეთ თქვენ ასწორებთ ზეწარს, საიმედოდ უკეცავთ კუთხეებს და მარტივად ასწორებთ ქსოვილს მატრასის ქვეშ. ზეწრები მჭიდროდ ეკვრის მატრასს, არ ქმნის არცერთ ნაკეცს, ვინაიდან გაჭიმვის შემდეგ მასალა სწრაფად უბრუნდება საწყის მდგომარეობას. ეს ყველაფერი ელასტიურობისა და დრეკადობის იდეალური შეთავსების შედეგად.
სამი სიმაღლის ვარიანტი
კომპანია Formesse გვთავაზობს სამი სახის ზეწრებს თქვენი მატრასის სიმაღლიდან გამომდინარე ზეწრები Standard მიესადაგება მატრასებს სიმაღლით 30 სმ-მდე, La Piccola სერიის ზეწრები ერგება 12 სმ-მდე სიმაღლის ტოპერებს, Alto განკუთვნილია მატრასებისთვის სიმაღლით 45 სმ-მდე.
დამზადებულია გერმანიაში
Formesse-ის პროდუქციის დაახლოებით 92% გერმანიაში, ქალაქ ლეფინგენთან ახლოს იწარმოება, დანარჩენი 8% კი — პოლონურ ოჯახურ კომპანიაში. Formesse-ის ყველა პროდუქტი შემოწმებულია მავნე ნივთიერებების შემადგენლობაზე და სერტიფიცირებულია კომპანია OEKO-TEX® Service GmbH -ს მიერ.
















