ჩვენი მომწოდებლები
ჩვენ ვმუშაობთ მხოლოდ პრემიუმ და ლუქს სეგმენტის მწარმოებლებთან, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი პროდუქციის უმაღლესი ხარისხი. ჩვენი ასორტიმენტის ყველა პროდუქტი იწარმოება საიმედო ქარხნებში ევროპასა და იაპონიაში, მდიდარი ისტორიით და საერთაშორისო წარმომადგენლობით. ჩვენი გუნდი მუდმივად ადევნებს თვალს თეთრეულის, პირსახოცების, ლეიბების, ბალიშების და საბნების სამყაროს მიმდინარე ტენდენციებს, რათა მაქსიმალურად დააკმაყოფილოს ჩვენი მომხმარებლების ყველა სურვილი.
ჩვენი მისია
ჩვენი კომპანიის მისიაა დავეხმაროთ მომხმარებლებს, გახადონ თავიანთი სახლები უფრო სრულყოფილი და კომფორტული, უზრუნველვყოთ მათ მხოლოდ საუკეთესო ლეიბებით, საწოლებით, საყრდენებით, ბალიშებით და სახლის ტექსტილით. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი მომხმარებლები კმაყოფილი დარჩნენ შეძენილი პროდუქტებით. ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქციას და მაღალკვალიფიციურ მომსახურებას ჩვენი გაყიდვების კონსულტანტებისგან. კომპანიის მომხმარებლებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც ირჩევენ ჯანსაღ ძილს, უახლეს ტექნოლოგიურ ინოვაციებს და მხოლოდ ბუნებრივ და დახვეწილ მასალებს.
ჩვენი ასორტიმენტი
კომპანიის დამფუძნებელი ყოველწლიურად ესწრება Heimtextil-ის გამოფენებს ფრანკფურტში, Maison & Object–ს პარიზში და Imm-ს კიოლნში ინოვაციური პროდუქციის მონიტორინგის მიზნით, რათა განაახლოს ტექსტილის კოლექციები, იპოვოს ახალი საინტერესო და მაღალი ხარისხის მწარმოებლები და უზრუნველყოს მაღაზიები ექსკლუზიური საქონლით
რატომ არის ჯანსაღი ძილი უაღრესად მნიშვნელოვანი?
„ცუდი ძილი არის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს ადამიანებში კოგნიტური და მედიცინური პრობლემების განვითარებას, მათ შორის დიაბეტის, დეპრესიის, ქრონიკული ტკივილის, ინსულტის, გულის დაავადებების და ალცჰეიმერის დაავადების პრობლემებს. – ნეირომეცნიერი და ძილის მკვლევარი მეთიუ უოკერი