პროდუქციის დაბრუნების და გაცვლის პირობები
დაბრუნების პირობები
პროდუქტის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ დეფექტის არსებობის შემთხვევაში.
პროდუქტის დაბრუნებისათვის საჭიროა:
-
დეფექტის დაფიქსირება შეკვეთის მიღებიდან 14 დღის განმავლობაში
-
ქვითრის ან შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა
-
პროდუქტის დაბრუნება ორიგინალურ შეფუთვაში
დაბრუნებული პროდუქტის შემოწმებისა და დეფექტის დადასტურების შემდეგ თანხის ანაზღაურება შესრულდება არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის განმავლობაში.
გაცვლის პირობები
პროდუქტის გაცვლა მოხდება, თუ ის უცვლელ მდგომარეობაშია, არ არის გამოყენებული და ინახება ორიგინალურ შეფუთვაში.
პროდუქტის გაცვლისათვის საჭიროა:
-
მოგვმართოთ შეკვეთის მიღებიდან 14 დღის განმავლობაში
-
ქვითრის ან შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა
-
პროდუქტი უნდა იყოს დაუზიანებელი და გამოუყენებელი
პროდუქტის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ერთჯერადად. გაცვლა შესაძლებელია ვებგვერდზე ან ფიზიკურ მაღაზიაში ხელმისაწვდომ ნებისმიერ სხვა მოდელზე.